დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
22 ნოემბერი, 2021

10 საუკეთესო მუზეუმი საქართველოში

მუზეუმი როგორც კულტურული ჰაბი, კულტურისა და ისტორიის უცვლელი სახით გადმოტანასა და შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს. დროის გატარებისა და ვიზუალური ტკბობის გარდა, აქ ხელოვნებაზე როგორც კულტურის განუყოფელ ნაწილზე, მეტ ინფორმაციას მიიღებ.

მუზეუმი საკუთარი ქვეყნის უკეთ გასაცნობად და თვითშემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

გთავაზობთ 10 საინტერესო ნაცნობსა თუ უცნობ, მუზეუმსა და გალერიას, რომელიც საქართველოში უნდა ნახო.

1. თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი საუკეთესო ადგილია შენი ქვეყნის ისტორიული ნაწილის გასაცნობად. გაიგე მეტი, ძველ თბილისში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)-ში.

მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე თბილისის ისტორიას მოგვითხრობს: როგორ ვითარდებოდა შენი ქალაქი, რა სირთულეებს შეხვდა და როგორ მოაღწია დღევანდელი სახით?

მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხასნის), ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. Მნიშვნელოვანადგილს იკავებს არქიტექტურული კოლექცია, რომელიც წარმოადგენს ურბანული განვითარების ცალკეული შენობებისა და კვარტლების მოდელთა კრებულს. არტეფაქტების გარდა თქვენ თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებსაც შეგიძლიათ დაესწროთ რისი მასპინძელიც ეს მუზეუმი ხშირადაა. მუზეუმი ფლობს XIX საუკუნის ქალაქის ცხოვრების უტყუარ ამსახველ ფოტომასალების კრებულს.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 1910 წელს აშენდა. იოსებ გრიშაშვილის სახეს კი 1965 წლიდან ატარებს. იოსებ გრიშაშვილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პოეტი იყო.

მუზეუმი სიონის 8 ნომერში მდებარეობს. გალერეის მოქმედი შესასვლელი უკანა მხრიდან, “ალექსანდროვის ბაღიდან” არის.

2. ილუზიების მუზეუმი

სანამ ჯერ კიდევ თბილისის ძველ უბნებში ხართ და უკვე ისტორიული მუზეუმიც მოინახულეთ, დრო ილუზიებში, ბეთლემის ქუჩაზეც გაატარეთ. აქ მდებარეობს 2019 წელს გახსნილი სივრცე, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს ილუზიურ, თვალის მოსატყუებელ, შემეცნებით, ვიზუალურად მდიდარ გამოცდილებას პირდება.

Museum of Illusions Tbilisi-ში ინსტალაციები და ექსპონატებია გამოფენილი. კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც მეცნიერების - ფიზიკისა და გეომეტრიის ცოდნაზეა დაფუძნებული. თუკი სხვა მუზეუმში თითქმის ვერსად მოახერხებთ ფოტოს გადაღებას, აქ თქვენ სრული თაისუფლება გენიჭებათ. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ პარტნიორთან ათასობით სურათის გადაღებას შეძლებთ.

მუზეუმში შეგიძლიათ დაკავდეთ თამაშით გონიერების სათამაშო ოთახში, ავარჯიშოთ გონება და გაერთოთ. მუზეუმში, ასევეა, სუვერინების მაღაზიაც, სადაც სამახსოვრო ნივთის შეძენაა შესაძლებელი. შეგიძლიათ ღონისძიების გამართვა, დაბადების დღის გადახდა და ჯფუგური ვიზიტების დაგეგმვაც.

ილუზიების მუზეუმი ბეთლების 10-ში მდებარეობს.

3. ჰოლოზეუმი

ილუზიების მუზეუმში სტუმრობის შემდეგ შეგიძლია, ბეთლების 10-ში Holoseum-იც მოინახულო. ჰოლოზეუმი აუდიო ვიზუალური მუზეუმია, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სხვადასხვა პროექტები ხორციელდება.

ეს მრავალგანზომილებიანი - ‘მუზეუმი ჩარჩოების გარეშე’ - პროექციებისა და აუდიოვიზუალურ ციფრულ სამყაროში გამოგზაურებს.

სივრცე ხელოვანების ნამუშევრების გაციფრულებულ ვერიას გთავაზობთ. ჯადოსნურ ფერებში შექმნილი ვიზუალები დაუვიწყარ, შთამბეჭდავ სანახაობას გპირდებათ. ჰოლოზეუმი ადგილია, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება.

4. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შალვა ამირანაშვილის სახელობის)

2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია, 1920 წელს დაფუნძდა და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.

თავად შენობა 2007 წლიდან საქართველოს უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს, Ისტორიულია და 1838 წელს ააგეს. ევროპული არქიტექტურის ნიმუშსა და მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტის წარმოადგენს.

მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, VIII-XIX სს. ქართული ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.

ხელოვნების მუზეუმის ფონდი 140 000-მდე უნიკალური ექსპონატისგან შედგება უძველესი დროიდან დღემდე.

ხელოვნების მუზეუმის შენობა წლებია მძიმე მდგომარეობაშია და ნგრევის საფრთხის წინაშე დგას.

კულტურის სამინისტრომ მუზეუმი 2021 წლის ზაფხულში მართვის საგანგებო სისტემაზე გადაიყვანა. ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია სამუზეუმო სისტემის რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც უკვე დაიწყო. ოქროს ფონდში შემავალი ექსპონატები ავარიული შენობიდან დროებით საცავში უნდა გადავიდეს.

Ხელოვნების მუზეუმი პუშკინის ქ. 2/4-ში მდებარეობს.

5. ეროვნული გალერია იგივე ცისფერი გალერია

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეას 2020 წელს არსებობის ერთი სუაკუნე შეუსრულდა. ადგილი, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებას ემსახურება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის - დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს. ნაგებობა ცისფრად იყო შეღებილი, სწორედ აქედან დამკვიდრდა სახელი - “ცისფერი გალერეა”, თუმცა ამჟამად ის რუხ ტონალობებშია გადაწყვეტილი.

ეროვნულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ბევრი საინტერესო გამოფენისა და ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენა შეგიძლია. ცისფერი გალერია თავს უყრის გამორჩეული ხელოვნების ექსპონატებს. 2007 წელს ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. შენობას ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა.

მუზეუმი ხშირად ფესტივალებს, ღია ლექციებსა და კონფერენციებს მასპინძლობს. 2021 წლიდან კი - კურატორის ტურებს.

ეროვნული გალერია რუსთაველის გამზირის 11-ში მდებარეობს.

6. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

თუკი თბილისიდან გასვლას მცირე მოგზაურობისთვის გადაწყვეტთ, გეზი კახეთისკენ, კერძოდ კი - წინანდლისკენ აიღეთ. Წინანდალი ბუნების გარდა მამულითა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმითა და მამულითაა განთქმული. Ცოტა ხნით მე-19 საუკუნეშიც იმოგზაურებთ რადგან:

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, წინანდლის ულამაზესი ბაღსა და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანს აერთიანებს.

წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.

წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები – ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად. 1835 წელს, აქვე აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო). Მარნის ცალკე გამოყოფილ სივრცეში თაროებზე, აუცილაბლად ნახავთ საუკუნოვან, დაძველებულ ღვინოებს, რომელთა ისტორიასაც დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გიამბობენ, იამსაც გეტყვიან რომ სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაამკვიდრა ღვინის კასრებში, ევროპული წესით, კასრში დავარგების კულტურა.

წინანდალი XIX საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო. Ეს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიებისა თუ მასტერკლასის მასპინძელია.

7. საქართველოს ეროვნული მუზეუმი (სიმონ ჯანაშიას სახელობის)

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს: მუზეუმები, ეროვნული გალერეა, სახლ-მუზეუმები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, მუზეუმ-ნაკრძალები და ბიბლიოთეკები მის შემადგენლობაში შედის.

თავად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი 1852 წელს გაიხსნა და 1919 წლამდე კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა.აქ შეგიძლიათ უამრავ საინტერესო მუდმივმოქმედ თუ დროებითი გამოფენას გაეცნოთ. ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცულია უამრავი სახის ექსპონატი, რომელიც ქართველი და კავკასიელი ხალხის კულტურასა და ყოფას ასახავს. მუზეუმში თავმოყრილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. თითოეულ სტუმარს საშუალება აქვს წარსულში იმოგზაუროს. ძვ.წ III-II ათასწლეულიდან დღემდე არსებულ ეროვნულ საგანძურს ნახავთ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია აღმოჩენილი; ასევე, ოქრომჭედლობის ნიმუშები, ქართული და უცხოური ძველი მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები, შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები და სხვა მრავალი სახის ქართული საგანძური.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ადგილი, სადაც ისტორია, კულტურა, ტრადიცია და ქართველი ხალხის ყოფა ერთ მთლიან სივრცეში აისახება.

ეროვნული მუზეუმის მთავარი მიზანი საქართველოში მოქმედი ყველა ეროვნული საგანძურის შენახვა და უსაფრთხოების დაცვაა.

მუზეუმი რუსთაველის გამზირის 3-ში მდებარეობს.

8. ოკუპაციის მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალები: ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის რეპრესირებულ მოღვაწეთა უნიკალური საბუთები, გადასახლებისა და დახვრეტის ბრძანებები, 1922-1924 წლებში დახვრეტილ მამულიშვილთა სიები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველი სხვა არტეფაქტები.

დღეს, ექსპოზიცია მოიცავს 3000-ზე მეტ ექსპონატს. ექსპოზიცია აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს.

ოკუპაციის მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიას და საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ მამულიშვილთა ხსოვნას.

მუზეუმი შეიქმნა პროექტის - „ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" - ფარგლებში, „ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დახმარებითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით.

ოკუპაციის მუზეუმი რუსთაველის გამზირის 3-ში მდებარეობს.

9. სახვითი ხელოვნების მუზეუმი

Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 3 500-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს და მათ პოპულარიზაციას უწევს. მუზეუმი სახვითი ხელოვანების მოყვარულებს საშუალებას აძლევს, მათთვის აქამდე უცნობი ქართველი ხელოვანები და მათი საინტერესო შემოქმედება გაიცნონ.

მუზეუმში გამოფენილია მისი დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია, რომელიც 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა. მუდმივი ექსპოზიციები სამ სართულზე, 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედშია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული სახვითი ხელოვნების პერიოდი - 1945 წლიდან დღემდე. კოლექციაში ასევე ნახავთ 1920-იანი წლების რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს.

Მუზეუმი განსაკუთრებით მისი ფასადის გამოა შესამჩენი. ფასადზე განთავსებულია არწივის სკულპტურა. ეს არის მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შექმნილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასავლეთ საქართველოში, ვანის ქვაბებში აღმოჩენილი სამი მცირე ზომის არწივის ქანდაკებების მიხედვით. ქანდაკებები ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.

მუზეუმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, რათა წარმოდგენა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის კულტურაზე.

Მუზეუმი საგამოფენო სივრცეების გარდა აერთიანებს “მუზეუმ კაფესა” და მაღაზიას, ასევე არტჰაუსის ულტრათანამედროვე კომპლექსს. Კომპლექსში განტავსებულია რესტორნები, კაფეები, ლაუნჯი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი და ქართველი დიზაინერების ბუტიკის.

ქართული სახვითი ხეოვნების მუზეუმის კარი ღიაა ვიზიტორისთვის. მისი მთავარი მიზანია მსოფლიოს ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ტრადიციების გაცნობა.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის გამზირზე N7-ში მდებარეობს.

10. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

და ბოლოს, ძველი და ახალი თბილისის სტუმრობის შემდეგ ვაკის პარკთან გადაინაცვლოთ. კუს ტბამდე, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს საბაგიროთი ან მანქანით ასვლა შეგიძლიათ.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმში 8 ათასზე მეტი დაცული ექსპონატია ერთ სივრცეში.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ მუზეუმი 1966 წელს დაარსდა და გიორგი ჩიტაიას სახელობის არის, რომელიც ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლია. ეს არის სამეცნიერო - საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ქართული ეთნო კულტურისთვის დამახასიათებელ ნიშნებს გვაცნობს.

მუზეუმში სულ 11 ზონაა, აქედან, ათ ზონაში ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ძეგლია დაცული, ხოლო მეთერთმეტე ზონა ისტორიულ - არქეოლოგიურ ძეგლებს აერთიანებს.

მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი სამეურნეო და საცხოვრებელი სახის ძეგლებია დაცული. მთლიანობაში, მუზეუმი თვალსაჩინოს ხდის იმ კულტურასა და ტრადიციებს, რომელსაც ქართველი ხალხი პატივს სცემდა ძველ დროში.

აქ ყოველწლიულად თქვენთვის კარგად ნაცნობი ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების არტ-გენ ფესტივალს იმართება. ფესტივალზე შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ ხალხურ შემოქმედებასა თუ უცნობ ნიმუშებს, დაესწროთ გამოფენა-გაყიდვას ან უბრალოდ ისიამოვნოთ ქართული ხალხური მუსიკის მოსმენითა და და დატკბეთ ქართული ცეკვის ყურებით.


თეგები: #ისტორია #საინტერესო ადგილები #ეთნოგრაფიული მუზეუმი #მოგზაურობა #მუზეუმი #დასვენება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი