დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
02 სექტემბერი, 2018

რა ვნახოთ თბილისში ერთ დღეში

ყველამ ვიცით, რომ ერთ დღეში შეუძლებელია ქალაქის დათვალიერება, მაგრამ შესაძლებელია ქალაქის რიტმის შეგრძნობა. თბილისი ეკლექტურია თავისი ძველი და ახალი შენობებით. ერთ დღეში შეგიძლიათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რამდენიმე ადგილს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა.


მთაწმინდის პარკი

ადრე ადექი, დღე დაიწყე მთაწმინდის პარკით, რომელიც 770 მეტრის სიმაღლის მთაზეა განთავსებული. იქიდან მთელი თბილისი ჩანს, ხედი საოცრად ლამაზია. გასართობი პარკი გთავაზობთ სხვადასხვა კაფეს, ბავშვთა გასართობ ცენტრს, პიკნიკის ზონას, დიდ ეშმაკის ბორბალს და სხვა გასაოცარ აქტივობებს.


ლესელიძის ქუჩა

აქედან დაბრუნდით უკან, თავისუფლების მოედანზე და გააგრძელეთ თქვენი ექსკურსია, ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც შესანიშნავი სახეტიალო ადგილია სუვენირების საყიდლად, ადგილობრივი საჭმლის გასასინჯად და ძველი ქალაქის სილამაზის შესაგრძნობლად.


თბილისის ბოტანიკური ბაღი

ლესელიძიდან მარტივად მიხვალთ თბილისის ბოტანიკურ ბაღამდე, ბაღის კოლექცია მოიცავს 4500-ამდე მცენარის სახეობას, როგორც კავკასიიდან, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან.


აბანოთუბანი

შემდეგი მიმართულება აბანოთუბანია, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია, ლეგენდის მიხედვით მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა ახალი დედაქალაქი, მას შემდეგ, რაც მისი მიმინო ნადირობისას ცხელ წყალში ჩავარდა. აბანოთუბანი სიტყვასიტყვით ნიშნავს აბანოს უბანს, გასაკვირი არაა ის რომ ეს ადგილი თავისი გოგირდის აბანოებითაა ცნობილი, თუ აბანოში შესვლა გინდათ, ცოტა შეისვენეთ და რელაქსაცია განიცადეთ, აბანოს შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ექსკურსია უფრო მეტი ენერგიით.


ლეღვთახევის ჩანჩქერი

აბანოთუბანიდან შეგიძლიათ ნახოთ ლეღვთახევი, ლამაზი ადგილი მშვენიერი ჩანჩქერით. ამ ადგილის სახელი წარმოიშვა ხილი, ლეღვისგან და ხევისგან.


რიყის პარკი

აქედან გაეშურეთ რიყის პარკისკენ ფანტანებისა და ყველასთვის ნაცნობი, მომაჯადოებელი მშვიდობის ხიდის სანახავად, რომელიც საოცარი სანახავია ღამღამობით, თავისი LED განათებით.


ნარიყალას ციხე-სიმაგრე

თუ დრო დაგრჩათ, საბაგიროს მეშვეობით ნახეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნით, ასევე ნახეთ ქართლის დედის ქანდაკება.


შარდენის ქუჩა

დამღლელი და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს, გადაკვეთეთ მშვიდობის ხიდი და წადით ძველ თბილისის პატარა ქუჩაზე სახელად შარდენი, ესაა თბილისში აუცილებლად სანახავი ადგილი. შარდენის ქუჩაზე თავმოყრილია სხვადასხვა რესტორანი, კაფე და ბარი ყველა ტიპის მოგზაურისთვის.


სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

თეგები: #მთაწმინდის პარკი #აბანოთუბანი #ნარიყალა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი