თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირთვისთვის. თბილისის ტერიტორიაზე გაშენებული ეს ბაღი შეადგენს 128,000 ჰექტარს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ 4,500 განსხვავებული სახეობის მცენარე. აქვე ინახება საქართველოსა და მთელს კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბაღს დიდი ისტორია აქვს, ის აღწერა ჟან შარდენმა თავისი მოგზაურობისას და უწოდა მას “სამეფო ბაღი”. ის არის ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. აქ შეგიძლიათ იხილოთ უიშვიათესი სახეობის ეგზემპლარები ადგილობრივი ფლორისა.

botanical garden

ამას გარდა, ბაღი ხელს უწყობს, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ორნამენტული კულტურის ისედაც მდიდარი კოლექცია. აქ შეგიძლია ნახოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, აგრეთვე მსოფლიოს მასშტაბით არსებული სახეობების ჯიშები. აქ შეგიძლია იხეტიალოთ დაბურულ, მყუდრო ხეივნებში, ნახოთ მოცეკვავე ჩანჩქერი, რომლის რაკრაკი სიმღერის საამო ჰანგებით ახალისებს გარემოს და მსმენელის გონებას აწყნარებს. იმისთვის რომ აქ სეირნობა უფრო კომფორტული  და ეგზოტიკური იყოს, დაყენებულია არაერთი ლამაზი ხიდი, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის აქ ყოფნას. ბოტანიკური ბაღი ნამდვილად საუკეთესო თერაპიაა არა მხოლოდ გონებისა და სხეულისთვის, აგრეთვე სულისთვის.


ჩანჩქერი

თუ რომანტიული განწყობა გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ, მდინარის პირას, და წაიკითხოთ წიგნი გიგანტური ხის ჩრდილქვეშ… მინდა გითხრათ, რომ ამას გარდა თბილისის ბოტანიკური ბაღი საოცარი პოპულარობით გამოირჩევა ახალგაზრდებში, რომლებიც ფოტოგრაფიის დიდი მოყვარულები არიან,  აქ კი ნამდვილად საუკეთესო პირობებია იდეალური სურათის გადასაღებად. აქ წააწყდებით ნეფე-დედოფლებსაც, საქორწინო ალბომისათვის სურათებს რომ იმარაგებენ .…

ბოტანიკური


აქ არის აგრეთვე ერთი მეტად მნიშვნლოვანი “გარემო” შექმნილი: თუ გიყვართ იაპონია თავისი უნიკალური კულტურის სტილითა და განსხვავებული სილამაზის სოფლებით, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბოტანიკურ ბაღს. უცნაურად ჟღერს არა? მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ აქედან პირდაპირ იაპონურ სოფელში ამოჰყობთ თავს, მთელი თავისი დიადი ხის ქოხებით, უნიკალური სახურავებითა და ჩაის დასალევი ადგილებით.

იაპონია

აქვე შეგიძლიათ გადახვიდეთ მდინარეზე გადებულ იაპონურ ფერად ხიდზე, რომელიც სიმბოლოა იაპონური სოფლებისა. აქვეა იაპონური კულტურის უმნიშვნელოვანესი დეტალები, როგორიცაა ტორიის ჭიშკარი, კლდოვანი ქვის სასახლე, რომელიც აღიარებულია, როგორც სიმბოლო ბედნიერებისა და იღბლისა. არც კასუგას სტილის ქვის ლამპარი უნდა გამოგვრჩეს.

Torii Gate

ასე რომ, ხაზს ვუსვამ, თუ იმყოფებით თბილისში, დაინტერესებული ხართ ეგზოტიკური მცენარეებით და ამავე დროს, გიყვართ იაპონური კულტურა, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ბოტანიკურ ბაღში. ეს შანსი არ უნდა გამოტოვოთ.და კიდევ ერთი რამ. ბოტანიკურ ბაღს ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთათვის დიდი სიურპრიზი აქვს: ე.წ. Zip Line-ის მეშვეობით შეგიძლიათ პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრიდან ბოტანუკირ ბაღში სულ "ფრენა-ფრენით" დაეშვათ... (ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ)ვგონებ მეტის გაგრძელება არცაა საჭირო, ეს ემოცია თავად უნდა გამოსცადოთ. ამიტომ, აუცილებლად ესტუმრეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს.

 


dashveba