ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარეშე თავის თვითმყოფადობას ვერ შეინარჩუნებდა, ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ამ ყურადღებას. ნარიყალას ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. ის მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა (ძველ თბილისში, აბანოთუბანში,) და  ბოტანიკური ბაღს შორის.

narikala

ზოგიერთ წყაროში ნარიყალას ციხესიმაგრეს “შურის ციხეს” უწოდებენ. თავად ციხესიმაგრის კედლები სხვადასხვა პერიოდით თარიღდება, რომელთაგან უძველესია მეოთხე საუკუნე, როდესაც ის წარმოადგენდა სპარსთა შიდა ციხეს. კედლები, რომლებსაც მნახველი დღეს აწყდება, თარიღდება მერვე საუკუნით, როდესაც აქ მოთავსებული იყო არაბი ამირას სასახლე. ქართულ წყაროებში ამ ადგილს ხშირად მოიხსენიებდნენ აგრეთვე “დედა ციხესიმაგრედ‘. ნარიყალა მნახველს სთავაზობს განსაკუთრებულ პანორამას ქალაქისა, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ეს ადგილი წარმოადგენს თბილისის თავდაცვის ბრწყინვალე ნიმუშს. აქ ასასვლელი ორი გზა არსებობს, ორივე მათგანი წარმოუდგენლად ლამაზ თავგადასავალს გთავაზობთ: პირველ რიგში, შეგიძლიათ აქ ახვიდეთ ფეხით მეიდანიდან, განსაკუთრებით თუ თბილი საღამოა, ხოლო მეორე გზაა საბაგირო, რომელიც მდებარეობს რიყის პარკში, სადაც არაერთი გასართობით შეგიძლიათ თავის შექცევა, როგორებიცაა: მეგა ჭადრაკი, მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ლაბირინთები და წყნარი, მყუდრო კუთხეები...

რიყის პარკი საბაგირო

მოკლედ, საბაგირო აქიდან აგიყვანთ პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. თუ ფეხით ახვალთ, შესვლა უფასო იქნება, ხოლო თუ ამჯობინებთ საბაგიროთი დაათვალიეროთ თბილისი, ეს სიამოვნება დაგიჯდებათ სულ რაღაც 2,5 ლარი. საბაგირო 8 ადგილიანია და მგზავრებს შეუძლიათ სრულიად დატკბნენ გარემოთი, მით უმეტეს რომ საბაგიროს იატაკიც კი მინის აქვს. რიყიდან ნარიყალამდე მანძილი არის 686 მეტრი, რაც ნიშნავს რომ საბაგიროთი მგზავრობა გაგრძელდება მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი. ნარიყალაზე ასვლისთანავე შეგხვდებათ აქსესუარების მინი-გამოფენაც, სადაც შეგიძლიათ სამახსოვროდ ნივთიც წააყოლოთ.



ციხესიმაგრის შესასვლელთან შეგიძლიათ გაყვეთ მინიშნებებს, ბილიკს დასავლეთისკენ, და მიხვალთ ქართლის დედასთან. ეს არის სიმბოლო, რომელიც კარგად ასახავს პირველ რიგში, ქართველი ქალის, და შემდგომ, ზოგადად ქართველი ადამიანის ბუნებას. ერთ ხელში ღვინით სავსე თასით, ხოლო მეორეთი ხმალამოწვდილი ერთდროულად მნახველს ავსებს მომიწების, აღფრთოვანებისა და შიშის ემოციებით. აქვეა გასასვლელი ბოტანიკურ ბაღშიც, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ 4,500 სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი მცენარით.(გაშენებულია დაახლოებით 161 ჰექტარზე).

mother gergia


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია წმ.ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც შიგნიდან მთლიანად მოხატულია როგორც ბიბლიური, ასევე საქართველოს ისტორიის მსახველი ფრესკებით.

st.nichola church

საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ თუ თქვენ არ გინახავთ ნარიყალას ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორიები, არ გინახავდ თავად თბილისიც, ასე რომ აუცილებლად ესტუმრეთ მას.