როგორ ფიქრობთ შეიძლება თბილისში უფასო აქტივობების დაგეგმვა? ჩვენ თუ გვკითხავთ, ეს სრულიად შესაძლებელია.
თბილისის მდიდარი ისტორია, არქიტექტურა, კულტურა და რელიგია ამის საშუალება ნამდვილად მოგცემთ. და მაინც, რა სახის აქტივობით უნდა დაკავდეთ თუ არ გსურთ ათასობით ლარის დახარჯვა ერთ ან სულაც ორ დღეში?
ისეირნეთ მთაწმინდის პარკში
ზღვის დონიდან 770 მეტრზე გათავსებული მთაწმინდის პარკი გართობისა და დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში.
მთაწმინდის პარკში შესვლა უფასოა და არ მოითხოვს თანხის გადახდას.
პარკში მოთავსებულია ატრაქციონები, კაფე-რესტორნები, გასართობი და სადღესასწაულო სახის ადგილები.
ზაფხულის ცხელ დღეებსა თუ შემოდგომის გრილ დღეებში მთაწმინდის პარკში შეგიძლიათ დროის გატარება მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, სურათების გადაღება და ქალაქის ხედებით ტკბობა.
პარკში ხშირად ეწყობა გასართობი დღესასწაულები და კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები. ასეთი სახის ღონისძიებებზე დასწრება უფასოა და შეგიძლიათ ერთი ჩვეულებრივი დღე ულამაზესი და საინტერესო გახადოთ.
ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი პარკი იყო 3 საუკეთესოთაგან საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში.
მთაწმინდის პარკში ასვლა შესაძლებელია მიკრო ავტობუსით, რომელიც მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის ან ფუნიკულიორით, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ადის პარკში.
აღმოაჩინე უნიკალური ნივთები მშრალი ხიდის ბაზრობაზე
მშრალი ხიდის „ბაზრობა“ - ადგილი უნიკალური, ხელნაკეთი, და ძველებური ნივთების აღმოსაჩენად.
გაინტერესებთ ხელნაკეთი ნამუშევრები ან გსურთ გაეცნოთ ანტიკვარ, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნივთებს?
მშრალი ხიდის ბაზრობაზე ნახავთ ყველაფერს, რაც კი გაგიათ და არ გინახავთ, გაეცნობით ხელოვანი ადამიანების უნიკალურ ნამუშევრებს, სუვერინებსა და წიგნებს.
თითოეული მათგანის დათვალიერება და მათი შექმნის ისტორიის მოსმენა საინტერესო ინფორმაციას მოგცემთ.
ასე რომ, მზად ხარ ახალი და ორიგინალური ნივთების აღმოსაჩენად?
დაესწარი თოჯინების წარმოდგენას
გაბრიაძის საათის კოშკი თბილისის ერთ-ერთი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა.
მარიონეტების თეატრი ცნობილი, როგორც გაბრიაძის კოშკი, შენი ქალაქის მცხოვრებლებსა თუ სტუმრებს დღეში ორჯერ თოჯინების წარმოდგენას სთავაზობს.
წარმოდგენას შეგიძლიათ დაესწროთ ყოველ დღე 11:00 და 19:00 საათზე. თეატრალური წარმოდგენა ასახავს „ცხოვრების წრებურუნვას“, რომელიც დაახლოებით 5 წუთი გრძელდება.
კოშკის გვერდზე მდებარეობს რეზო გაბრიაძის მიერ აშენებული თეატრი და კაფე, რომელიც გაზაფხულის მოსვლას ტერასის გახსნით ამცნობს სტუმრებს.
რეზო გაბრიაძის თეატრი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ ადგილას, შავთელის ქუჩაზე. თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 5-10 წუთში შეძლებთ მისვლას.
უყურე ფილმს მზიურის კაფეში
კინომოყვარული ხარ? სოციალური კაფე „მზიური“გაზაფხულის სეზონიდან შემოდგომის შუა რიცხვებამდე თავისუფალ კინო ჩვენებებს მართავს.
კინო ჩვენება ყოველ პარასკევს ქართულ ენაზე იმართება 20:00 საათზე.
თუ გსურს კვირის ბოლო სამუშაო დღე სასიამოვნოდ დაასრულოთ გრილ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, ეწვიეთ მზიურის კაფეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კაფეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათთვის ადაპტირებული გარემო დახვდებათ.
მზიურის კაფეში მისვლა ფეხით დაახლოებით 5-10 წუთში შეგიძლიათ ილია ჭავჭავაძის გამზირიდან.
იხეტიალე თბილისის ძველ უბნებში
სად წახვიდოდით შთამბეჭდავი, საინტერესო და ისტორიული ადგილების სანახავად თბილისში?
ძველი თბილისის უბნების ისტორიული არქიტექტურა და აურა შენს ქალაქში ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. ძველი თბილისის ადგილებში ბევრი კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული ღირშესანიშნაობის ნახვას შეძლებთ.
რა შეგიძლიათ მოინახულოთ? ისტორიული მეტეხის ტაძარი, ქართლის დედა, ნარიყალა და აბანოთუბანი. თითოეული ადგილი თბილისის ისტორიის უმნიშვნელოვანი ნაწილია და დღეს ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს ამ ადგილს.
თბილისის ძველ უბნებში ხეტიალი შეგიძლიათ დაიწყოთ თავისუფლების მოედნიდან ლესელიძის ქუჩის ჩაყოლებით.
დაგეგმე ლაშქრობა თბილისში
რატომ ლაშქრობა? ალბათ, იმიტომ რომ გავხდეთ უფრო ძლიერები, ბედნიერები, აქტიურები, შთაგონებულები. პატარა საფეხმავლო სახის ლაშქრობის დაგეგმვა თბილისში სრულიად შესაძლებელია.
ლაშქრობა საუკეთესო გამოსავალია ბუნებასთან დასაახლოვებლად და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. მზად ხარ დაკავდე ფიზიკური აქტივობით და ამავდროულად დაათვალიერო თბილისის საინტერესო ადგილები?
თბილისში ლაშქრობის დაგეგმვა შეგიძლიათ თბილისის ეროვნულ პარკში, ახვიდეთ ფეხით მთაწმინდაზე, ლისის ან კუს ტბაზე.
კუს ტბაზე ასვლა შეგიძლიათ დაიწყოთ ვაკის პარკიდან, ხოლო მთაწმინდაზე ასვლას შეძლებთ მამა დავითის ეკლესიის გავლით.
მოიწყვე პიკნიკი თბილისში
ვის არ უნდა ზაფხულის ცხელ დღეებში ბუნებაში გრილად განტვირთვა და პიკნიკის მოწყობა.
შენც ფიქრობ რომ თბილისში საპიკნიკე ადგილები არაა და ამ მიზეზით ქალაქიდანაც გასულხარ? რეალურად, თბილისში ბევრი კარგი საპიკნიკე ადგილია და ამას ჩვენ ერთად ვნახავთ.
თბილისში აქტივობის დაგეგმვა შეგიძლიათ ლისის ტბის, თბილისის ზღვისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ლისის ტბაზე ხშირად იმართება ღია სახის საღამოები, რაც უფრო მეტად ხალისიანს გახდის თქვენს დღეს.
დააგემოვნე ქართული ღვინო
ქართული ღვინის დაგემოვნება თბილისში განსაკუთრებით ხელსაყრელია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. თბილისის ძველ უბნებში ბევრია ღვინის მარანი და მაღაზიები, რომლებიც ღვინის დეგუსტაციას სთავაზობენ სტუმრებს.
გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც ქართული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ: მეღვინეობა ხარება, 8000 მოსავალი, ძველი მარანი, ღვინის გალერეა, ტყუპების საღვინე სახლი.
თითოეულ ადგილას თქვენ მოგაწვდიან შერჩეული ღვინის შესახებ არსბულ ინფორმაციას, რაც გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.
დაესწარი ფლი მარკეტს
თბილისის ფლი მარკეტი დედაენის პარკში გაზაფხულის სეზონიდან შემოდგომამდე იმართება ყოველ მეორე შაბათ-კვირას.
ძველმანების ბაზრობაზე შეხვდებით ყველაფერ ძველს, ხელნაკეთ და უცხო ნივთებს, რომელიც თქვენი ოთახის რომელიმე კედლის, თაროს დეკორი ან სულაც ძვირფასი საჩუქარი შეიძლება გახდეს.
ფლი მარკეტზე დასწრება უფასოა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუსიკით, ბუნებაში მეგობრებთან ერთად ყოფნით და ახალ ადამიანებთან შეხვედრით.
აღმოაჩინე “საქართველოს მატიანე”
“საქართველოს მატიანე” საქართველოს ისტორიის ამსახველი მონუმენტია თბილისში. სურვილი გაქვთ ნახოთ ქართველი მეფეების, მწერლებისა და წმინდანების ძეგლები?
ძეგლზე, რომელიც ქვების სვეტებისგან არის შექმნილი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული თუ რელიგიური მოვნელებია აღბეჭდილი.
ადგილი არის საკმაოდ ინსპირაციული და დიდებული, საიდანაც თბილისის შთამბეჭდავი ხედი იშლება. ასევე, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ღვთისმოშბლის სახელობის ტაძარი.
მონუმენტი მდებარეობს თემქაზე, ყეენის მთაზე.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი