დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
07 მაისი, 2019

5 ეკლესია თბილისში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო

IV საუკუნიდან ქრისტიანობა საქართველოს სახელწიფო რელიგიად გამოცხადდა. დღეისათვის, საქართველოს ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილია.


საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქრისტიანია. ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე გახდა ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.


თბილისში კი ბევრია ისეთი ეკლესია, რომელსაც დიდი ისტორიული და კულტურული დატვირთვა აქვს.


იცით რომელია 5 ულამაზესი ეკლესია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისში?


ჩვენ გირჩევთ 5 მათგანს, მიუხედავად მისა, რომ თბილისში ეკლესიათა რაოდენობა მცირე არ არის.



სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი მთავარი და უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. ელიას გორაზე აშენებული სამების საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია სიდიდით მთელს ამიერკავკასიაში.


ტაძარი ქრისტიანობის სიმბოლოა ქვეყნისთვის და ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი თბილიში. ეს არის ჯვარგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სტილით აშენებული ძეგლი, ძველისა და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი.


ტაძრის მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით. პროექტის მშენებლობა არჩილ მინდიაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც შექმნა სრულიად ახალი, ძველ ტრადიციებსა და თანამედროვე ელემენტებზე დაფუძნებული ტაძარი. ტაძრის არქიტექტურა ერთიანად ერწყმის ქალაქურ სტილს, რომელიც ასევე თანამედროვე და ძველებური შენობების მიქსია.

სამების საკათედრო ტაძარი ორ ძირითად სივრცეს მოიცავს: მიწისზედა და მიწისქვეშა არეალს. სამებაში შესვლა 3 ძირითადი მხრიდან არის შესაძლებელი: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

თბილისის თითქმის ყველა შემაღლებული ცენტრალური ნაწილიდან იშლება სამების საკათედრო ტაძრის ხედი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გაოცებას იწვევს მისი სილამაზით, სიდიადით და არქიტექტურით.


მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია დიდი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ძეგლია. ტაძარი თბილისის ძველ უბანში კლდოვან ბორცვზეა შემაღლებული, მეტეხის ქუჩაზე.


მეტეხის ტაძარი აშენებულია ძველი ქართული და კლასიკური სტილის არქიტექტურით, რაზეც კედლების განლაგება მიუთითებს. ჯერ კიდევ VI საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა ააშენა ციხე-სიმაგრე, ეკლესია და სასახლე მეტეხის აღმართზე.

ამის მიუხედავად, როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი,მონასტერი მეფე დემეტრე მეორე თავდადებულმა ააშენა და მის სახელს უკავშირდება ტაძრის დღევანდელი იერსახე. დროის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურული მხარე, ისტორიულად მნიშვნელოვანი და ტურისტულად ცნობილი ადგილი გახდა.


ქართველებისთვის ცნობილი წმინდა შუშანიკის ნეშტი მეტეხის ტაძარშია გადმოსვენებული, რაც ტაძრის ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა. ტაძრის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, ისტორიული როლი თუ არქიტექტურა მუდმივად იქცევს მნახველების ყურადღებას.


სიონის საკათედრო ტაძარი

სიონი საპატრიარქო საკათედრო და ისტორიული ტაძარია თბილისის ცენტრალურ ნაწილში. სიონის ტაძარი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ქუჩაზე.


ტაძრის მშენებლობა დაიწყო VI საუკუნეში, როცა ქართლს გუარამ კურაპალატი მართავდა. სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაახლოებით 100 წელი გაგრძელდა და VII საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა. სიონის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი სახისაა, ხოლო არქიტექტურა შუა საუკუნეების ნიმუში.

საქართველოს მტრებს სიონის ტაძარი ბევრჯერ დაურბევიათ, რამაც განაპირობა ტაძრის რამდენჯერმე აღდგენა და არქიტექტურის ცვლილება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, სწორედ ხვარაზმის შაჰს, ჯალალ-ედ-დინს უკავშირდება, რომელმაც მეცამეტე საუკუნეში თბილისი აიღო. მისივე ბრძანებით, სიონის საკათედრო ტაძარს გუმბათი მოხადეს და მის ნაცვლად, ტახტი დადგეს.

ჯალალ-ედ-დინის ბრძანებით ეწამა ასი ათასი ქართველი, რომელთაც ტაძრის წმინდა ხატების თაყვანისცემა და სარწმუნოების დაიცვა არჩიეს.

სიონის ტაძარს დღეისათვის ასეულობით ტურისტი სტუმრობს.


ნარიყალა - წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრეზე, ნარიყალაზეა აშენებული. ტაძარი აგებულია მეცამეტე საუკუნეში, მეფე დემეტრე თავდადებულის დროს.


მეცხრამეტე საუკუნეში, როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა ნარიყალას ტაძარი დენთის საწყობად აქციეს. მოგვიანებით, ეკლესია მთლიანად განადგურდა ძლიერი აფეთქების შედეგად.

1996 წელს ძველ საძირკველზე დაიწყეს ახალი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობა. XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთები ახალ მშენებლობაში კვლავ არის შემორჩენილი.

ნარიყალას ციხიდან, სადაც ტაძარია აშენებული თბილისის ხედი იშლება სავსე ისტორიული და კულტურული ძეგლებით. აქედანვე ჩანს სამების საკათედრო ტაძარიც.

ნარიყალაზე ასვლა შესაძლებელია საბაგიროთი, რომელიც რიყის პარკიდან ადის.


მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

მთაწმინდის მამადავითის ეკლესია მდებარეობს თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე. ტაძარი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ნიმუშია, რომელიც აშენებულია აგურით.

ტაძრის მშენებელობა მამა დავით გარეჯელის სახელს უკავშირდება, რომელიც VI საუკუნიდან იწყება.. მამა დავით გარეჯელი ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი იყო, რომელმაც თბილისში მოღვაწეობისას პატარა სენაკი გამოკვეთა და სამლოცველო ააგო.

მამა დავითის საპატივცემულოდ, მთას მამადავითი უწოდეს ქართველებმა.

რეალურად, ახალი და უფრო დიდი ზომის ტაძრის აშენება 1857 წელს დაიწყეს და 1871 წელს დასრულდა.


მამადავითის ეკლესიიდან მთაწმინდის მთაზე ადის ბილიკი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მთაწმინდის პარკში ასვლა.

თეგები: #ძველი თბილისი #ეკლესია #მთაწმინდის პარკი #ნარიყალა #თბილისი #სამების საკათედრო ტაძარი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
საბა წოწორია
საბა წოწორია

გამარჯობა, ფოტო, სადაც მეტეხი ჩანს რომელ წელსაა გადაღებული?

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები