sameba წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. იგი საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია.


ისტორია

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.


აღწერა

ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან — დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.

წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.


მასშტაბები, პარამეტრები

იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება — მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.

სამების ტაძარი თბილისის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.

მდებარეობა
41.697583, 44.816564
რეკომენდებული დრო
2 საათი
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!