დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
23 სექტემბერი, 2021

რა ვნახოთ ნახევარ დღეში თბილისში

Ქალაქი, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება. Ხშირად ახასიათებენ როგორც - ეკლექტურ, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე, ბოჰემურ ადგილს. თბილისი Წლიდან წლამდე პოპულარობას უფრო მეტად იხვეჭს და ხშირად შევხვდებით სამოგზაურო ადგილების სიის სათავეში. Თუკი ერთხელ მაინც მოხვდით, აუცილებლად მოგინდებათ კვლავ დაბრუნება, რადგან თბილისი უნიკალური, დამახასიათებელი განწყობით გამოირჩევა.

Საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, აქ ბინადრობის კვალი ჯერ კიდევ მე-4 ათასწლეულით თარიღდება. Სახელწოდება გამომდინარეობს სიტყვა ‘თბილიდან’ (ძვ. Ქართული: ტფილი). Ალბათ გახსოვთ ლეგენდა, რომელიც ქალაქის დაარსებას უკავშირდება, მოდით, კიდევ გავიხსენოთ: ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ვახტანგ გორგასლის მიმინო ნადირობისას ხოხობს დაესხა თავს. ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულა. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. Ვახტანგ გორგსალის მემკვიდრემ, დაჩიმ ტფილისი ანდერძის თანახმად, ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა.

Თბილისი მდინარე მტკვრის ორივე მხარესაა გადაშლილი და ერთი მხრივ, ზემოდან, IV საუკუნის (ამ სახით XVII ს-დან არსებობს) ნარიყალას ციხესიმაგრე დასცქერის, მეორე მხრივ კი - მთაწმინდა. Საქართველოს დედაქალაქი და კავკასიის რეგიონის გული ბევრი რამითაა სახელგანთქმული. (ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ). Ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის გარდა, თბილისში ღირსშესანიშნაობებითაც დატკბებით: Აღმოსავლური და დასავლური არქიტექტურის ნაზავი, დამალული მიწისქვეშა ბარები, კაფეები, საბჭოთა დროინდელი ფაბრიკები, რომელიც ჰიფსტერული თავშეყრის ადგილებად იქცა, ვინტაჟური, კონცეპტუალური მაღაზიები, თანამედროვე მუზეუმები და უმნიშვენლოვანი ტექნო სცენა - ალბათ გახსოვთ ფორბსის სტატია, სადაც თბილისი ევროპის ცხელ, აღმაფრთოვანებელ წერტილად იქცა?

Მართალია ნახევარი დღე არ არის საკმარისი თბილისის დასათვალიერებლად, თუმცა მის განწყობასა და გულისცემას აუცილებლად შეიგრძნობთ.

Მაშ ასე, დავიწყოთ: რა ვნახოთ ნახევარ დღეში?



ძველი თბილისი


Მოგზაურობა აუცილებალდ ძველი თბილისიდან უნდა დაიწყოთ. იგი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი - ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან - ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. Სანახაობებიც უმეტესად ამ არეალშია მოქცეული და ხეტიალისას აუცილებლად კარგად გამოიკვლევთ. Სოლოლაკის ძველი ვიწრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები, ფერადი ხის აივნები, აღმოსავლური არქიტექტურის ორნამენტებით, ძველი თბილისის მხარეს ნამდვილად გამოარჩევს. Აბანოთუბანში გავლისას კი შეგიძლიათ მიიღოთ დღემდე მოქმედი, სახელგანთქმული გოგირდის აბანოები (დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი). აბანოები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. აბანოთუბნის Სახელწოდება უკავშირდება უძველეს, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. Განსაკუთრებულ აღნიშვნას სპარსული სტილის ფასადით, ჭრელი აბანო იმსახურებს.

Ძველ თბილისში ყველაზე მძაფრად იგრძნობა კულტურული მრავალფეროვნება და ის რომ თბილისი ‘აბრეშუმის გზის’ ცენტრი იყო. Აქ თქვენ თითქმის გვერდი-გვერდს შეხვდებით მართლმადიდებლურსა და სომხურ ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთსა და მსოფლიოს უძველეს ზოროასტრულ ტაძარს. Ეს უკანაკსნელი VI-VII საუკუბეებით თარიღდება და იმდროინდელი, ირანის გავლენით თბილისში, ზოროასტრიზმის გაბატონების ნიმუშია.

Ძველ უბანში კულტურული მემკვიდრეობის გარდა, თანამედროვე კულტურასაც შეგიძლიათ გაეცნოთ. Აქ, ბეთლემის ძველ ვიწრო ქუჩაზე ახალი, ‘ილუზიების მუზეუმია.’ დაფუძნდა 2019 წელს და წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის.

Აქედან ლესელიძის ქუჩის კვეთით სიონის ქუჩაზე, სიონის საკათედრო ტაძრის მონახულება შეგიძლიათ, დიდი ეზოთი, სადაც ყოველთვის დაინახავთ მძინარე, ქუჩის ფისოებს. თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარია და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება. Აქ ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.

Სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვლისას თქვენ მარშუტი შეგიძლიათ შავთექის ქუჩაზე მდებარე, ანჩისხატის ეკლესიით გააგრძელოთ. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და VI საუკუნით თარიღდება. სახელწოდება 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან ჩამოტანილ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს უკავშირდება.

Არ დაგავიწყდეთ რეზო გაბრიაძის საათის კოშკის ნახვაც, თუმცა ადვილად შესამჩნევია. Შავთელის ქუჩაზე, საათის კოშკის წინ, ყოველთვის დაინახავთ შეჯგუფებულ ტურისტებსა და ადგილობრივებს. Საათი 2010 წელს ქართველმა არტისტმა - რეზო გაბრიაძემ შექმნა და ძველი თბილისის ძველ კოშკზე მიამაგრა.



Rustaveli Avenue, გამზირი

რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი


Შოთა რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ცენტრად მოიხსენიება. ვახუშტის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წ. გეგმაზე დღევანდელი გამზირის ხაზზე დიღმის გზა გადიოდა. Სახელწოდება 1936 წლიდან ქართველი პოეტის - შოთა რუსთვაელის პატივსაცემად გადაერქვა. გვიანი Შუა საუკუნეების ფეოდალური თბილისი, XVII-XVIII საუკუნეებში 4 ნაწილისგან იყო დაყოფილიყო. Ერთ-ერთი გახლდათ ‘გარეთუბანი’.დასახლებული უბანი, „გარეთუბანი“ ვრცელდებოდა დღევანდელი რუსთველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, ორბელიანის მოედნისა და გ. ჭანტურიას ქუჩას შორის.

Რუსთაველის გამზირი კულტურული ადგილებით, ბიზნესცენტრებით, მოლებით, მაღაზიებითა და რესტორნებით არის დატვირთული. Აქ გაივლით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახლს. იგი 1851 წელს დაარსდა და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, აერთიანებს როგორც მსოფლიო ოპერისა და ბალეტის სპექტაკლებს, ასევე ნაციონალურ ღონისძიებებს და გამოირჩევა შთამბეჭდავი ინტერიერით.

Ვიდრე მუზეუმების ფართო სპექტრზე არჩევანს გააკეთებდეთ, ქართული სამზარეულოთი მდიდარ ‘სალობიე ბიას' ესტუმროთ. „სალობიე ბიას” კონცეფცია ლობიოსგან მომზადებული კერძების შეთავაზებას ითვალისწინებს, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუმრებისათვის. Რესტორანი რუსთაველის გამზირზევე, რუსთაველის თეატრის შენობას გვერდზე მდებარეობს. Საკმაოდ ბიუჯეტურად ტრადიციული კერძები: Ლობიო ქოთანში, ნიგვიანი ბადრიჯანი, მწნილი, მჭადი სოკო, პომიდვრისა და ჯონჯოლის სალათა, შქმერული (ქათმის ხორცი, ნივრის სოუსით) და სხვა შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

Თუკი ღია ცის ქვეშ გსურთ კერძების დაგემოვნება, განსაუთრებით ხინკლის დასაგემოვნებლად ცნობილი ადგილი - ‘სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანია.’ ლიტერატურული მუზეუმის უკანა ეზოში მდებარე კაფე-რესტორანი ბოჰემური, კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროთია გაჟღენთილი. Მაგიდების თავზე ვაზი, ეზოში კი ქართველი მწერლების 10 სკულპტურა, საინტერესო გარემოს ქმნის. Ხინკლის გარდა, გირჩევთ გასინჯოთ სახლში დამზადებული ლიმონათი, ფხალის დაფა, შქმერული და სულგუნის ფურთულები გებჟლიას სოუსით.

Რაც შეეხება მუზეუმებს, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე შეგიძლიათ არჩევნის გაკეთება მაგალითად, რუსთაველის გამზირზე მდებარე სიმონს ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმზე. ასევე, პუშკინის სკვერთან, ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ეწვიეთ, სადაც ჭედურობისა და მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია დაცული. Შესაძლოა თანამედროვე ხელოვნება უფრო გიტაცებდეთ. Ამ შემთხვევაში გირჩევთ, ასევე Რუსთაველის გამზირზე, თანამედროვე ხელოვნების, ზურაბ წერეთლის სახელობის MoMa დაათვალიეროთ. Ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარიც ღიაა თქვენთვის, რომელიც 78 ქართველი ხელოვანის ნიმუშს, 1940 წლიდან დღემდე, აერთიანებს. ეწვიეთ ცისფერ გალერიას იგივე ეროვნული გალერეა, რომელიც 1888-1892 წლებში აიგო. იგი ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად. გალერეის სივრცე განკუთვნილია როგორც მუდმივმოქმედი, ისე დროებითი გამოფენებისათვის. გალერეა რომში აგებული საგამოფენო სახლის მსგავსადაა შექმნილი.

Მშრალი ხიდი

Როგორც ისტორიული და კულტურული გზაჯვარედინილი - მშრალი ხიდი ერთ-ერთი გამორჩეული და აუცილებლად სანახავი ადგილი, დედაენის პარკის თავზე მდებარეობს. Სხვათა შორის აქ შოპინგობას რომ დაამთავრებთ შეგიძლიათ ცოტა დრო დედაენის პარკშიც დაჰყოთ, რომლის რეკონსტრუქცია ახლახანს შედგა. Დედაენის პარკი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია, განსაკუთრებული პოპულარობა კი პანდემიის პერიოდიდან მოიპოვა. Პარკში ორი ცნობილი ბარიცაა, ამავე სახელობის ბარ-კლუბი, გემრიელი საჭმლით და ‘ბაუჰაუს’ ბარი. Ახლა კი მშრალ ხიდს დავუბრუნდეთ: მშრალი ხიდის ბაზრობა ტარდება ყოველდღე დილიდან საღამომდე. აქ არის ცნობილი ფლი მარკეტი, სადაც იყიდება სიძველეები, დაფარული საგანძური, საბჭოური ჭურჭელი, მედლები და და უამრავი ვინილი. აქ ყველაფერს იპოვით - საბჭოთა კავშირის დროინდელი სახლის დეკორიდან დაწყებული, ფირიანი კამერებით, ხელნაკეთი სამკაულებით, ძველი სანთებელებით, ქართული ხანჯლებით, დამთავრებული პირადი სამახსოვრო ნივთებით. Მშრალ ხიდზე მოხვედრა პირდაპირ რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილისა და ალექსანდროვის პარკების აგდაკვეთით შეგიძლიათ.



David Agmashenebeli Avenue (Tbilisi)

ახალი აღმაშენებელი და ფაბრიკა


დავით Აღმაშენებლის გამზირი ძველი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამზირია. Იგი XIX-XX საუკუნის არქიტექტურით გამოირჩევა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ადგილად წარმოადგენს. თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. Ყველაზე მნიშვნელოვანი კი საფეხმავლო გზაა, რაც ქალაქში დიდ ნაკლებობას განიცდიდა. საფეხმავლო მონაკვეთში დეკორატიული ყვავილები მუდმივი ნარგავებით ჩანაცვლდა და გაიხსნა სხვადასხვა კვების ობიექტი და სუვენირების მაღაზიები. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი კეთილმოწყობილ ტერიტორიად მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იქცა.

Რესტავრირებულ აღმაშენებელს რომ ჩაივლით ფაბრიკისკენ მიმავალ გზაზე, ქართულ რესტორან ‘შავ ლომშიც’ შეიარეთ. Ინტერიერითა და გემრიელობებით სავსე ადგილზე სტუმრობისას, ნამდვილად არ ინანებთ. Ღია ცისქვეშ, კომფორტული და სასიამოვნო გარემოთი დამახსოვრებელ დროს გპირდებათ. Ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი რესტორანი ტურისტებისთვისაც ავთენტურ და მყუდრო ლოკაციად იქცა, ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერძებისგან შემდგარი მენიუთი.

Და ბოლოს, ფაბრიკა - Უკვე კარგად ნაცნობი ადგილი, თბილისელებისა და ტურისტებისთვის. Საბჭოთა კავშირის დროინდელი ქალთა ტანსაცმლის ქარხანა ახლა სასტუმროს, ბარებს, კაფეებს, ერთიან სამუშაო სივრცეს, ღონისძიებების ცენტრსა და ხელნაკეთი ჭურჭლის მაღაზიას აერთიანებს. Ფაბრიკა შემოქმედებითი მექაა ახალგაზრდა თბილისელებისთვის. Დიახ, აქ ყველაფერია და თბილისური საღამოების გასატარებელად განმსაზღვრელ ნიშნულად იქცა. Სხვადასხვა ღირსსესანიშნაობების ნახვის შემდედ ხანმოკლე ვოიაჟი შეგიძლიათ აქ, ქართული ღვინით, ჩამოსასხმელი ლუდით, ან ლოკალურად დამზადებული ლიმონათით, მეგობრებთან თუ ახლადგაცნობილ ადამიანებთან ერთდ დაასრულოთ.


ზიპლაინი კუს ტბაზე

კუს ტბის ზიპლაინი


Ექსტრემალური სპორტის მოყვარული ხართ, Ადრენალინი თქვენთვის დრაივია და მოკლე დროში მაქსიმალური სიამოვნების მიღება გსურთ? Შეგიძლიათ ზემოთხსენებული ადგილებიდან თქვენთვის ხელსაყრელი აარჩიოთ, მაგალითად რუსთაველის გამზირის მონახულება, ისე რომ კუს ტბაზე ასვლა და იქიდან ზიპლაინით ვაკის პარკში დაშვებაც მოასწროთ. Საქართველოში ყველაზე გრძელი - 1200მ-ანი ზიპლაინით, 236მ სიმაღლეზე, სარგებლობა შესაძლებელია. Იგი ნებისმიერი მსურველისთვის, ყოველდღე 11:00-21:00-მდეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზიპლაინების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და აქტიურად ვითარდება. დღესდღეობით ზიპლაინის მოქმედი და აქტიური რაოდენობა 18-ა.

თეგები: #ძველი თბილისი #ზიპლაინი #თბილისი #რჩევა #მშრალი ხიდი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები