დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Freedom Square - თავისუფლების მოედანი Freedom Square - თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თავისუფლების მოედანი თბილისის მთავარი მოედანია და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული ადგილია. აქ ნახავთ XIX-XX საუკუნის მომხიბვლელ არქიტექტურას. მოედნის ცენტრში ზურაბ წერეთლის შექმნილი წმინდა გიორგის ძეგლი დგას. თავისუფლების მოედნის გარშემო განლაგებულია სასტუმროები, მაღაზიები, ბანკები, თბილისის ტურისტული ცენტრი, თბილისის საკრებულო და მუზეუმები. თავისუფლების მეტროსთან არის დიდი სავაჭრო ცენტრი - გალერია თბილისი. აქვეა პუშკინის სკვერი. პუშკინის სკვერის უკან მდებარეობს საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სადაც ჭედურობისა და მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია დაცული. მოედანთან ახლოს მდებარეობს ასევე კინოთეატრი რუსთაველი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა პერიოდის მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით გამორჩეულ ექსპონატს გაეცნობით. თავისუფლების მოედანს უერთდება ქალაქის მთავარი ქუჩა - რუსთაველის გამზირი. მოედნიდან მარტივად მოხვდებით თბილისის ძველ უბნებშიც და ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას შეძლებთ.


ისტორია

თავისუფლების მოედნის ტერიტორია 1801 წლამდე ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ეწოდებოდა. ამ ადგილას თბილისის მახლობელი სოფლებიდან მოტანილ შეშას ყიდდნენ, ამიტომაც ადგილობრივები მას შეშის მოედანს უწოდებდნენ. მომდევნო პერიოდში რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში კავკასიის არმიის შტაბი ააშენა და ამ ადგილსაც შტაბის მოედანი შეერქვა. მოედნის პირველი ოფიციალური სახელი “პასკევიჩ-ერევანსკი” იყო. 1917 წელს კი მას თავისუფლების მოედანი ეწოდა. საბჭოთა პერიოდში მან კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი, თუმცა საბოლოოდ კვლავ თავისუფლების მოედნის სახელწოდება დაიბრუნა. თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. იგი წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა. XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოთ მხარეს, დაახლოებით იქ, სადაც ამჟამად ხელოვნების მუზეუმია, XVII საუკუნის მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა, რომელიც თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო. 1991-1992 წლების „თბილისი ომის“ დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი გამოცხადდა დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციისთვის. რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წელს გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ. შედეგად 2002 წელს მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“. 2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის 40 მეტრიანი ქანდაკება, რომლის ავტორიც ზურაბ წერეთელია. 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც ორი კგ. ოქრო დაიხარჯა, ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ტერიტორია

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
tyupi cindelianebi
tyupi cindelianebi

გამარჯობა, https://www.google.com/maps/place/Artwork+Tbilisi/@41.6947755,44.8025006,83m/data=!3m1!1e3!4m5!3m4!1s0x40440dbe2d7c9921:0x33e58ce1b59a9f20!8m2!3d41.6947421!4d44.8025027. მოცემულ მისამართზე არსებული ნიმუშის შესახებ თუ შეგიძლიათ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თავისუფლების მოედანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!