დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Rustaveli Avenue, გამზირი Rustaveli Avenue, გამზირი Rustaveli Avenue, გამზირი Rustaveli Avenue, გამზირი

რუსთაველის გამზირის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რუსთაველის გამზირი თბილისის მთავარი ქუჩაა. გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და კოსტავას ქუჩას უერთდება მეტრო რუსთაველთან. ქუჩას ეს სახელი შუასაუკუნეების უდიდესი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. რუსთაველის გამზირი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ქალაქის აქტიური რიტმი იგრძნობა. გამზირზე განლაგებულია კულტურული და საზოგადოებრივი დაწესებულებები, კულტურული ძეგლები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. რუსთაველზე მდებარეობს ქაშუეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული სახვითი ხელოვნების გალერეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და მეფისნაცვლის სასახლე, სადაც ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსთაველის მეტროსთან ახლოს, ღია ცის ქვეშ, გამოტანილია ფერწერული ნამუშევრები, სამკაულები და სხვადასხვა ტიპის სუვენირები. რუსთაველის გამზირის დასაწყისში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს დიდი სავაჭრო ცენტრი - გალერია თბილისი. ამ ქუჩას ხშირად სტუმრობენ, როგორც ქართული კულტურით, ფერწერით, თეატრით ან კინოთი დაინტერესებული ადამიანები, ასევე გურმანები და “შოპინგის” მოყვარულები. გამზირის ორივე ბოლოში მეტროს სადგურია - მეტრო „თავისუფლების მოედანი“ და მეტრო „რუსთაველი“.


ისტორია

რუსთაველის გამზირის ადგილას, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკის მიხედვით, ადრე დიღმის გზა გადიოდა. გამზირის ისტორია კი XIX საუკუნის პირველი წლებიდან იწყება. 1807 წელს აქ საქართველოში რუსეთის მთავარსარდლის სასახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ პერიოდში ქუჩას არაოფიციალურად „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ უწოდებდნენ. 1810-იან წლებში ქუჩის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო. 1833-1835 წლებში მიწისმზომელ ტოვარნიცკის მიერ განხორციელებული ტოპოგრაფიული სამუშაოების საფუძველზე შედგა გეგმა და პროსპექტის გასწვრივ მიწის ნაკვეთების განაწილება დაიწყო დიდ მოხელეებზე, თავადებზე და სამხედრო პირებზე სახლების მშენებლობისათვის. 1840-იანი წლებიდან „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ კავკასიის მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის, სახელი ეწოდა. 1848 წელს გაკეთდა ტროტუარები, გაშენდა ხეივანი. 1862 წელს გაიყვანეს წყალსადენი. 1860-იანი წლებიდან აშენდა მონუმენტური საზოგადოებრივი შენობები, როგორიცაა: მუზეუმის ორსართულიანი შენობა, „დიდების ტაძარი“ (დღევანდელი ეროვნული გალერეა), „თბილისი მერიოტის“ შენობა (ადრინდელი სასტუმრო “მაჟესტიკი), არტისტული საზოგადოების შენობა (დღევანდელი რუსთაველის თეატრი), სახაზინო თეატრი (დღევანდელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი). 1880-იან წლებში გოლოვინის პროსპექტზე ერევნის მოედნიდან ცხენის წევიანი რკინიგზა — „კონკა“ გაიყვანეს, 1905 წელს „კონკა“ ტრამვაიმ ჩაანაცვლა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. რუსთაველის გამზირმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საბჭოთა პერიოდში. ქუჩიდან აიღეს ტრამვაის ხაზები, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით. ამავე პერიოდში აიგო საბჭოთა მონუმენტალიზმისათვის ტიპური შენობები, როგორიცაა: მთავრობის სახლი, ტელეგრაფი, სასტუმრო „ივერია“ და სხვა. ამავე დროს განადგურდა XIX საუკუნის სამხედრო ტაძარი, რომლის ეზოშიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაცემული ქართველი იუნკრები იყვნენ დაკრძალული. 1989 წელს რუსთაველის გამზირზე დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია, სადაც საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. დღესდღეობით რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი კეთილმოწყობილი და ლამაზი ქუჩაა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ტერიტორია

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რუსთაველის გამზირი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!