
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.
მუზეუმში გამოფენილია მისი დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია, რომელიც 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა. მუდმივი ექსპოზიციები სამ სართულზე, 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედშია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული სახვითი ხელოვნების პერიოდი - 1945 წლიდან დღემდე. კოლექციაში ასევე ნახავთ 1920-იანი წლების რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს.
საგამოფენო სივრცე 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, უნიკალური საცავი კი 6000 კვადრატული მეტრის სურათებს იტევს. მუზეუმი პასუხობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ყველა პირობას, როგორც მდგრადობის, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების თვალსაზრისით. სივრცეს აქვს ასევე 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვადრატული მეტრის ფართის საექსპოზიციო დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.
მუზეუმის ფასადზე განთავსებულია არწივის სკულპტურა. ეს არის მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შექმნილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასავლეთ საქართველოში, ვანის ქვაბებში აღმოჩენილი სამი მცირე ზომის არწივის ქანდაკებების მიხედვით. ქანდაკებები ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.
მუზეუმი პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ თანამედროვე სახვით ხელოვნებას, დამატებით მოტივაციას შეუქმნის მხატვრებს, შესაძლებლობას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს ჩაატარონ კვლევები. ეს სივრცე გვსურს იქცეს ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. მუზეუმში არსებულ კოლექციას პერიოდულად ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა, დროებითი გამოფენებიც გაიმართება. მუზეუმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, რათა წარმოდგენა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის კულტურაზე.
მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია “მუზეუმ კაფე” და მაღაზია, ასევე არტჰაუსის ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, ლაუნჯს, საცურაო აუზს, ფიტნეს კლუბს და ქართველი დიზაინერების ბუტიკს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი, რომელიც გათვლილია 155 მანქანაზე.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარი ღიაა ყველასთვის და მისი მთავარი მიზანია, გააცნოს მსოფლიოს ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ის ტრადიციები, რაც ჩვენს ქვეყანას დღემდე ამოძრავებს.
სტანდარტული ბილეთი | 15 ₾ |
პენსიონერები/სტუდენტები/მოსწავლეები | 7.5 ₾ |
6 წლამდე ბავშვები | უფასო |
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა
თქვენს ბილეთებს აწერია multi entry. მართლა მრავალჯერადი გამოყენების არის თუ რას ნიშნავს ეს წარწერა
გამარჯობა, ეს ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ გახვიდეთ მუზეუმიდან და მეორედ შეხვიდეთ. ბილეთი მოქმედია მთელი დღის განმავლობაში.