დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
მშრალი ხიდი

მშრალი ხიდის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მშრალი ხიდი 1849-51 წლებში აგებული ხიდია, რომელიც თბილისში, ათონელისა და ხიდის ქუჩებს შორის მდებარეობს. იგი ცნობილია ძველი ნივთების ბაზრობითა და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სამხატვრო გამოფენით. ვინტაჟური ნივთების მოყვარულები აქ მრავალ საინტერესო რამეს იპოვნიან, აქ ნახავთ ანტიკვარულ ჭურჭელს, ძველ სამოვრებსა და თუნგებს, საბეჭდ მანქანებს, ფირსაკრავებს, წიგნებს, ორიგინალურ სუვენირებს და ათასგავარ განსხვავებულ და საინტერესო ისტორიის მქონე ნივთს. ამიტომაც ამ ადგილს “მოგონებების ბაზრობასაც” ეძახიან. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი აქსესუარები და სხვა ნაკეთობები. მშრალ ხიდთან მდებარეობს დედა ენისა და 9 აპრილის ბაღები, სადაც ამწვანებულ გარემოში სეირნობასა და განტვირთვას შეძლებთ. ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ასევე ხიდის თავში, ერთმანეთის პირდაპირ მდგომი ორი კლასიცისტური ელემენტების მქონე ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები "გრანდ-ოტელი" და "ლონდონი". სასტუმრო “გრანდ-ოტელი” ცნობილია ტრაგიკული ისტორიითაც: სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მოკლეს ცნობილი ნორვეგიელი ფერმწერის ედვარდ მუნკის მუზა - ნორვეგიელი მწერალი და მთარგმნელი დაგნი იული. ხიდის მიმდებარედ კაფეებსა და რესტორნებსაც მრავლად იპოვნით. ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა. ტოტის დაშრობის შემდეგ ხიდი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #არქიტექტურა #ხიდი #ინფრასტრუქტურა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მშრალი ხიდი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!