სიონის საკათედრო ტაძარის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი V საუკუნიდან დღემდე, ხოლო 1920 წლიდან საპატრიარქო ტაძარი.

სიონის კომპლექსი მოიცავს გალავანს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარს, ორ სამრეკლოს.

სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.

ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.

სიონის ტაძარში, კანკელის სამხრეთით, კედელში, წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია VI ს-ში მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).

სიონშია დასვენებული ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეული ხატი: მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.


ისტორია

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი, ამას ადასტურებს ის, რომ დვინის საეკლესიო კრების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსი ისააკი (სააკი). ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ მოწამეებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. გუმბათი, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს.

1386 წელს თემურლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც განაახლა ალექსანდრე I-მა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ თამაზმა ხოლო 1616 წელს კი შაჰაბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმე გზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი და XIII საუკუნის ნაწილების შემცველი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამხრეთი ეგვტერი 1657 წელს აღადგინა თბილელმა (ე.ი. თბილისის) მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა.

1668 წელს მიწისძვრამ ისევ დააზიანა ტაძარი. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა.

1723 წელს კონსტანტინე II-მ კახთა მეფემ ლეკთა ჯარის დახმარებით დაამარცხა ვახტანგ VI და აიღო თბილისი, ლეკთა ლაშქარს ნება მისცა დახმარების სანაცვლოდ ერბიათ და ეთარეშათ თბილისში, რის შედეგადაც სიონის საყდარიც გატიალდა. იესე ტლაშაძეს ეს ამბავი ასე აქვს გალექსილი: ”...სიონის ხატი წაიღეს, არავინ იცის სადარი, დატყვევდა დეკანოზიცა, კაცი წმინდათა სადარი”. დღეს ”სიონის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი ძველის ასლია, დამზადებულია 1764 წელს მოსკოვში ვახტანგ VI–ის ძის გიორგის დაკვეთით. ხატის პერანგი XX საუკუნეში დაიკარგა.

1724 წელს თბილისს ოსმალები დაეპატრონნენ, ტაძარი კიდევ ერთხელ ააოხრეს. 1727 წელს თურქეთის სულთანმა ქართლის ვეზირს ისაყ–ფაშას სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და ფაშასგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. 1740 წელს თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) თაოსნობით მოეწყო სიონის ქონების აღწერა.

უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს სიონის საყდარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი. 1804 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარი ხელახლა მოახატვინა.

სიონის ტაძარს უძველეს დროში, როგორც ამას წერს პლატონ იოსელიანი, სადიაკვნეში ჰქონია წმიდათა პეტრე–პავლეს ეკლესია, რომელიც პავლე ციციანოვის თხოვნით წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აკურთხეს. თუმცა, 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ეს ფართი სეკლესიო ნივთების შესანახად გამოიყენეს. კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა მისივე პროექტით აღადგინა კანკელი და სიონის ტაძარი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ს მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება ჩამოერთვათ, მათ შორის იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის ზარები, რომლებიც უკანასკნელად დაირეკა 1931 წლის 27 იანვარს, ნინოობას. ამავე წლის 5 თებერვალს ზარები სამრეკლოდან ჩამოაგდეს. 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოიხატა ლ. ცუცქირიძის მიერ. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი და XVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე. სიონის ტაძარში არაერთი ღირსშესანიშნავი საფლავია. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე-მანგლელი ეპისკოპოსი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის საფლავებია. აქვე უნდა იყოს დაკრძალული პოეტი თბილელი მიტროპოლიტი იოსებ სააკაძე . წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. დასავლეთ მკლავში-პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავია. ტაძარში ასევე დაკრძალულია რუსი ეგზარქოსი მოსე.

იხილეთ ასევე

შარდენის ქუჩა პატარა საფეხმავლო ქუჩაა თბილისში, ზემო კალას უბანში ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის. იგი ყოველთვის იყო თბილისის კულტურუ...

ძველი თბილისი — ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდე...

მშვიდობის ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის მდებარეობს. იგი ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს ერთმანეთთან აკავშირებს. ...

მეიდანი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. თუკი ძველი თბილისის დათვალიერება გაქვთ გადაწყვეტილი მეიდანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აქ ნახავთ სახასიათ...

შეაღეთ თბილისის ილუზიების მუზეუმის კარი და მოხვდით ჯადოსნურ სამყაროში, სადაც გელოდებათ მრავალფეროვანი შეგრძნებები. ოპტიკური და სენსორული ილუზიებით გამ...

მეტეხის ხიდი თბილისის ძველ უბანში, მდინარე მტკვარზე, მეტეხის ტაძართან მდებარეობს. ხიდიდან ქალაქის შესანიშნავი ხედები იშლება და თბილისის ერთ-ერთი პოპულ...

ბეთლემის ქუჩა თბილისის ძველ უბანში მდებარეობს და იგი ტურისტულად ერთ-ერთი ქალაქის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. ეს ქუჩა განსაკუთრებით ცნობილია ისტორიული...

რიყის საბაგირო ნარიყალას ციხე-სიმაგრესა და რიყის პარკს შორის გაბმული საბაგირო გზაა. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სტუმრობენ როგორც ტურისტე...

ევროპის მოედანი რიყის სამრეთ ნაწილში, მეტეხისა და ღვინის აღმართებს, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და მეტეხის ხიდს შორის მდებარეობს. მოედანზე ქართველი საზოგ...

რიყის პარკი - თბილისის გულში მოთავსებული პარკია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოი...

წმიდა ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახელობის ტაძარი - მდებარეობს თბილისში, აბანოთუბანში. 2002 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2009 წელს, გიორგობ...

კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა ტურისტებისთვის და ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა. იგი კალას უბანში მდებარეობს დ...

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია თბილისის ძველ უბანში, ბეთლემის აღმართის 18 ნომერში მდებარეობს. დღევანდელი ეკლესიის ადგილზე წარსულში ქართველ მართ...

დარეჯანის სასახლე (საჩინო) თბილისში, ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი აგებულია 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის. ძეგლი ნაწილობრივ გ...

მეტეხი — ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

ქართვლის დედა -  მონუმენტური ქანდაკება თბილისში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა. „ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას...

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში. თეატრი 1981 წელს რეზო გაბრიაძემ აა...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

თავისუფლების მოედანი თბილისის მთავარი მოედანია და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული ადგილია. აქ ნახავთ XIX-XX საუკუნის მომხიბვლელ არქ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. იგი მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს - რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის მდებარეობს. აქ მრავალი საი...

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხ...

ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. იგი თაბუკაშვილის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებს შორის მდებარეობს. მოედანზე პატ...

რუსთაველის გამზირი თბილისის მთავარი ქუჩაა. გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და კოსტავას ქუჩას უერთდება მეტრო რუსთაველთან. ქუჩას ეს სახელი შუასაუკ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

მშრალი ხიდი 1849-51 წლებში აგებული ხიდია, რომელიც თბილისში, ათონელისა და ხიდის ქუჩებს შორის მდებარეობს. იგი ცნობილია ძველი ნივთების ბაზრობითა და ღია ც...

ფუნიკულიორი - სამთო-საბაგირო რკინიგზა, იგივე ტრამვაი, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე, თბილისში. საბაგირო გზა აკავშირებს ქალ...

მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია, რომელიც მთაწმინდის შუაწელზე, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარეობს. დღევანდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლე...

მთაწმინდის პარკი - გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილი თბილისში. მდებარეობს 770 მეტრის სიმაღლეზე და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ი...

თბილისის ანძა - ტელეანძა, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს მთაწმინდის პლატოდან. ანძის სიმაღლეა 275 მეტრი და ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას. ...

მიუხედავად ხელოვნების სხვადასხვა დარგის სიყვარულის და არაერთ სფეროში ძალების მოსინჯვისა, მერაბ კოსტავას სახელთან ყველაზე მეტად დაკავშირებულია ეროვნულ-...

იცით რითია გამორჩეული ქართული ოპერა? მასში გაერთიანებულია ფოლკლორის და კლასიკური მუსიკის ელემენტები. პირველი ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის დამაარსებელ...

ადამიანი რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული საბალეტო სკოლის დაარსება. თუ მარჯანიშვილის მოედანზე მოხვდები, აუცილებლად ესტუმრე ვახტანგ ჭაბუკიანის ...

დავით აღმაშენებლის გამზირი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და პოპულარული ქუჩაა. მას ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებ...

ვერის ბაღი ერთ-ერთი შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია თბილისში. იგი ვერის უბანში, მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ბაღი კე...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშ...

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუ...

ბინა არის 55 კვადრატი. ბინაში არის ევრორემონტი, არის ყველანაირი ავეჯი. სამზარეულო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ბინა მდებარეობს წერეთლის გამზირზე, ...

კუს ტბა  (ქორქის ტბა) — ტბა ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686 მეტრ ს...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

კუს ტბის საბაგირო გზა ილია ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს ერთმანეთთან. საბაგიროს საწყისი პუნქტი ვაკის პარკთან მდებარეობს. პარკში შესა...

ვაკის პარკი - თრიალეთის ქედის ფერდობზე მდებარე პარკი, თბილისის ცენტრალურ უბანში. გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე. იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეა...

მონუმენტი "საქართველოს მატიანე" ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში თემქაზე, ყეენის მთაზე მდებარეო...

უძოს მთა თბილისის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ...

უნივერსალური გასართობი ცენტრი მთელი ოჯახისთვის „ასტრა პარკი", რომელიც გათვლილია ნებისმირი ასაკის მომხმარებლისათვის. აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვად...

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები ი...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ის დაშორებით. აეროპორტიდან რეისები ხორციე...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ...

ღვინის აღმართი (სირაჯხანა) თბილისის ერთ-ერთი ძველი ქუჩაა. აღმართი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ხიდთან იწყება. ამ პატარა, ქვებით მოკირწყლულ ქუჩას ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სიონის საკათედრო ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!