
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქალაქ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იგი 1851 წელს დაარსდა და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. 1847 წლის 15 აპრილს საფუძველი ჩაეყარა ოპერის თეატრის პირველი შენობას ვორონცოვის თაოსნობით, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ინტერიერი რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა მოხატა და გააფორმა. ეს ნაგებობა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურდა, იგი იმდენად დაზიანდა, რომ ახლის აშენება გადაწყდა. 1896 წლის 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ე. წ. „სახაზინო თეატრის“ - დღევანდელი ოპერის თეატრის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. თეატრის გეგმის პროტოტიპად აღებული იყო რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი. შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს. ფასადის მთავარ აქცენტს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი წარმოადგენს. ინტერიერს კი ნაძერწი შემკულობა, ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს. ოპერის ახალ შენობასაც ხანძარი გაუჩნდა 1973 წელს, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად დაზიანდა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა, თუმცა რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება. ვიტრაჟები, ჩუქურთმები და სარკეებიანი დარბაზები ძალიან მომხიბვლელია და ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს თეატრის სტუმრებზე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, როგორც საოპერო და საბალეტო სპექტაკლები, ასევე სხვადასხვა კონცერტები და ღონისძიებები. თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წლების მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართველი კომპოზიტორების: შალვა მშველიძის, ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, რევაზ გაბიჩვაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებები. აქ ხშირად დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა ქვეყნის დასებიც. ოპერისა და ბალეტის თეატრი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაძალიან კარგი გვერდი გაქვთ, მაგრამ ის რაც ოპერის თეატრზე წერია დაუშვებელია.... კომპოზიტორები ცამოთვლილი გყავთ, მაგრამ არ წერია ფალიაშვილის, ანუ ვისი სახელობი9საც არის თეატრი... არარფერს ვამბობ არაყიშვილზე, დოლიძესა და ბალანჩივაძეზე. როგორც ოპერის თეატრი, ეს უნიკალური შენობა თავისი მნიშვნელობით ქართულ მკულტურულ ცხოვრებაში, ფუნქციონირებას იწყებს 1919 წელს. ინებეთ - 1919 წელი, ქართული კულტურის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობის და ეროვნული პროფესიული მუსიკის დაბადების წელია - თბილისის ოპერის თეატრში, 3 განსხვავებული ჟანრის საოპერო ქმნილების პრემიერა შედგა - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ეს იყო ქართული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების ტრიუმფალური დასაწყისი, რამაც ათწლეულებით განსაზღვრა ქართული მუსიკის განვითარების გზები...
ტაც ეხება ისლამურ არქიტექტურას - ნუ ან ჰკითხეთ ხელოვნებათმცოდნეებს, ან მუსიკისმცოდნეებს. ასე ხომ არ შეიძლება რაც გინდათ ის წეროთ? თბილისის ოპერა მავრიტანული სტილის არქიტექტურაა და ისლამური