რიყის პარკის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა, რომ თუ მას ზევიდან დავხედავთ, (როგორც იტყვიან, ჩიტის თვალით დანახულს) აქვს საქართველოს რუკის ფორმა. პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. მარტივია აქ მისვლა, პირველ რიგში, თუ სეირნობთ ძველ თბილისში, მარტივად შენიშნავთ “მშვიდობის ხიდს”, რომელიც სიმბოლოა რიყის პარკისა, როგორც გამაერთიანებელი ძველი და თანამედროვე სტილისა თბილისში. ეს ხიდი შესულია სიაში “30 გასაოცარი ხიდი, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურულ შედევრებს.” თუმცა, სწორედ “მშვიდობის ხიდის” შესახებ შეხედულებები საკამათოა, რამეთუ ის მდებარეობს ისტორიული, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, და გარემოსთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ზოგი ფიქრობს, რომ ხიდი ჩრდილავს ძველი თბილისის სადა და ვინტაჟურ შენობებს… რაც არ უნდა იყოს, მოგეხსენებათ, შავი პიარი საუკეთესო პიარია, სწორედ ამიტომ, გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის ნახვა თბილისში, რიყის პარკში ნამყოფი რომ არ იყოს.

აქ მოსასვლელი მეორე გზა მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. კერძოდ ავლაბრიდან ფეხით შეგიძლიათ ჩამოისეირნოთ აქ - რიყის პარკის “კლდოვან კიბეებზე”.
პარკი დაპროექტებულია წამყვანი ევროპელი ფირმების მიერ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც ინთება ლამპიონები, და თავად ხიდი,(ზუსტად მზის ჩასვლამდე 90 წუთით ადრე)  რაც ცალკე სანახაობაა. მტკვარი ირეკლავს ათასფრად მოციმციმე ხიდს და ორივე სანაპიროს. ზაფხულში აქ აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ მოცეკვავე და მომღერალი შადრევანი, რომელიც ასევე ანათებს სხვადასხვა ფერად.

ის, რაც ყველაზე მიმზიდველს ხდის პარკს, არის საბაგირო, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს მტკვრის თავზე, და სვამს პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. ეს ადგილი ყოველთვის გადაჭედილია ხალხით, ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთ კი შეუძლიათ კონკრეტულად ნომერ1 საბაგიროს დაელოდონ, სადაც იატაკიც კი მინისაა.

რიყის პარკი, როგორც უკვე ვთქვი, საყვარელი ადგილია როგორც აქ მცხოვრებთათვის, აგრეთვე ტურისტებისთვის. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ გიგანტური ჭადრაკი, ან დაუკრათ აგრეთვე გიგანტურ პიანინოზე. შეგიძლიათ აქ ბავშვებით მოხვიდეთ და მათთან ერთად გაერთოთ, ითამაშოთ, აცოცდეთ ხელოვნურად შექმნილ კლდეზე, დაემალოთ ბავშვებს ლაბირინთებში, დაესწროთ “ამფითეატრს”, ან უბრალოდ იხეტიალოთ. მართალია რიყის პარკი ითვლება ერთ-ერთი უახლეს “ახალგაზრდა” გასართობ ადგილად თბილისში, მან შეძლო და უკვე დაიმკვიდრა თავი მოსახლეობაში. მეტალის ორი ტუბი პარკის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოადგენს მომავალ საკონცერტო დარბაზს, და თეატრს, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი მშენებლობა შეჩერებულია.

რიყის პარკში ფეხის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით სხვადასხვა წვრილმანი სათამაშოებისა და სასუსნავების გამყიდველებს, ბამბის ნაყინის სურნელს რომ ავრცელებენ ირგვლივ და პატარებთან ერთად დიდებსაც აცდუნებენ. აქვე არიან მხატვრებიც, რომლებიც გთავაზობენ პორტრეტებსა და დროებით სვირინგებს. ზაფხულობით რიყის პარკში ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაც ეწყობა, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ ნამუშევრები, არამედ შეიძინოთ კიდეც. ოქტომბერში რიყის პარკში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი დღესასწაული თბილისობა, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ტრადიციული საკვები საქართველოს ყოველი კუთხიდან, რaც არა მხოლოდ გემრიელი, აგრეთვე ერთ-ერთი ულამაზესი ღონისძიებაა.

მდებარეობა
41.693147, 44.810302
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

კითხვები და პასუხები

Gamarjobat .sabagiroti studentebistvis ra girs asvla chamosvla?

Levan Gobechia
Levan Gobechia

გამარჯობა, ლევანიკო,
რიყის საბაგიროს ფასი ყველასთვის 2.50 ლარია (ერთი გზა). სტუდენტებისთვის შეღავათები აღარ არის.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რიყის პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!