![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
რიყის საბაგირო ნარიყალას ციხე-სიმაგრესა და რიყის პარკს შორის გაბმული საბაგირო გზაა. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სტუმრობენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. რიყის პარკში მოწყობილი მწვანე ბაღები, ბილიკები და გასართობები შესანიშნავია განტვირთვისთვის. გიგანტური ჭადრაკი, გიგანტურ პიანინოზე დაკვრა, საცოცი კედელი თუ ლაბირინთები მრავალფეროვანსა და ხალისიანს გახდის თქვენს დღეს. თუმცა პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც საბაგიროა. საბაგიროდან თბილისის შესანიშნავი ხედებით დატკბებით, ასეთი სიმაღლიდან დანახული ქალაქი საოცარ, დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. საბოლოო წერტილი კი ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლია. ამ უძველესი ციხის ისტორია ჯერ კიდევ IV საუკუნეში იწყება და საუკუნეების მანძილზე მრავალი ძნელბედობა თუ გამარჯვება უნახავს. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ციხე-სიმაგრედ ითვლება და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ნიმუშია. აქ დგას ქართლის დედაც - მონუმენტური ძეგლი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. ნარიყალა მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს და მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქედან ბოტანიკური ბაღის მშვენიერი ხედებითაც დატკბებით. ციხე-სიმაგრიდან შესაჩლებელია ბაღში მოხვედრაც, როგორც საფეხმავლო გზით, ასევე ზიპლაინით. ნარიყალასა და ბოტანიკურ ბაღს შორის გაბმული ზიპლაინით დაშვება, ბაღის თავზე გადაფრენა ახალი, დაუვიწყარი შეგრძნებების წყაროა და განსაკუთრებით იზიდავს ექსტრემის მოყვარულებს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა ვისთან შემიძლია ფინანსური საკითხების გარკვევა ?
საბაგირო მუშაობს?