Narikala Fortress, Tbilisi, Georgia

ნარიყალას ციხესიმაგრე

ციხე

ნარიყალას ციხესიმაგრეს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარეშე თავის თვითმყოფადობას ვერ შეინარჩუნებდა, ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ამ ყურადღებას. ნარიყალას ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. ის მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა (ძველ თბილისში, აბანოთუბანში,) და  ბოტანიკური ბაღს შორის.

ზოგიერთ წყაროში ნარიყალას ციხესიმაგრეს “შურის ციხეს” უწოდებენ. თავად ციხესიმაგრის კედლები სხვადასხვა პერიოდით თარიღდება, რომელთაგან უძველესია მეოთხე საუკუნე, როდესაც ის წარმოადგენდა სპარსთა შიდა ციხეს. კედლები, რომლებსაც მნახველი დღეს აწყდება, თარიღდება მერვე საუკუნით, როდესაც აქ მოთავსებული იყო არაბი ამირას სასახლე. ქართულ წყაროებში ამ ადგილს ხშირად მოიხსენიებდნენ აგრეთვე “დედა ციხესიმაგრედ‘. ნარიყალა მნახველს სთავაზობს განსაკუთრებულ პანორამას ქალაქისა, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ეს ადგილი წარმოადგენს თბილისის თავდაცვის ბრწყინვალე ნიმუშს. აქ ასასვლელი ორი გზა არსებობს, ორივე მათგანი წარმოუდგენლად ლამაზ თავგადასავალს გთავაზობთ: პირველ რიგში, შეგიძლიათ აქ ახვიდეთ ფეხით მეიდანიდან, განსაკუთრებით თუ თბილი საღამოა, ხოლო მეორე გზაა საბაგირო, რომელიც მდებარეობს რიყის პარკში, სადაც არაერთი გასართობით შეგიძლიათ თავის შექცევა, როგორებიცაა: მეგა ჭადრაკი, მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ლაბირინთები და წყნარი, მყუდრო კუთხეები...

მოკლედ, საბაგირო აქიდან აგიყვანთ პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. თუ ფეხით ახვალთ, შესვლა უფასო იქნება, ხოლო თუ ამჯობინებთ საბაგიროთი დაათვალიეროთ თბილისი, ეს სიამოვნება დაგიჯდებათ სულ რაღაც 2,5 ლარი. საბაგირო 8 ადგილიანია და მგზავრებს შეუძლიათ სრულიად დატკბნენ გარემოთი, მით უმეტეს რომ საბაგიროს იატაკიც კი მინის აქვს. რიყიდან ნარიყალამდე მანძილი არის 686 მეტრი, რაც ნიშნავს რომ საბაგიროთი მგზავრობა გაგრძელდება მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი. ნარიყალაზე ასვლისთანავე შეგხვდებათ აქსესუარების მინი-გამოფენაც, სადაც შეგიძლიათ სამახსოვროდ ნივთიც წააყოლოთ.

ციხესიმაგრის შესასვლელთან შეგიძლიათ გაყვეთ მინიშნებებს, ბილიკს დასავლეთისკენ, და მიხვალთ ქართლის დედასთან. ეს არის სიმბოლო, რომელიც კარგად ასახავს პირველ რიგში, ქართველი ქალის, და შემდგომ, ზოგადად ქართველი ადამიანის ბუნებას. ერთ ხელში ღვინით სავსე თასით, ხოლო მეორეთი ხმალამოწვდილი ერთდროულად მნახველს ავსებს მომიწების, აღფრთოვანებისა და შიშის ემოციებით. აქვეა გასასვლელი ბოტანიკურ ბაღშიც, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ 4,500 სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი მცენარით.(გაშენებულია დაახლოებით 161 ჰექტარზე).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია წმ.ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც შიგნიდან მთლიანად მოხატულია როგორც ბიბლიური, ასევე საქართველოს ისტორიის მსახველი ფრესკებით.

საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ თუ თქვენ არ გინახავთ ნარიყალას ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორიები, არ გინახავდ თავად თბილისიც, ასე რომ აუცილებლად ესტუმრეთ მას.

მდებარეობა
41.687828, 44.808978

იხილეთ ასევე

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნარიყალას ციხესიმაგრე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!