დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
13 ნოემბერი, 2018

შემოდგომა თბილისში - სად წავიდეთ და რა ვნახოთ შემოდგომას თბილისში

შემოდგომა საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში აღსანიშნავად ლამაზია. ამ პერიოდში ყველაფერი ფერს იცვლის მწვანედან ყვითელში, მზე ღრუბლებს უკან იწყებს მიმალვას, წვიმა მუდმივი სტუმარი ხდება თბილისის ქუჩებში და  შემოდგომის სიგრილე ზაფხულის სიცხეს ანაცვლებს.

ალბათ, თბილად შესამოსად და საწვიმრის ასარჩევად განეწყვე, რომ თბილისის წვიმიან ქუჩებში ისეირნო. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. შემოდგომის ამინდი თბილისში მუდმივად ცვალებადია. სექტემბერსა და ოქტომბერში კვლავ შეიძლება ისიამოვნო თბილი და მზიანი დღეებით, მაშინ როცა ნოემბერში ეს იშვიათად შესაძლებელია. თბილისში შემოდგომას ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 21 °C - 27 °C (69.8 °F - 80.6 °F) გრადუსია


თბილისობა - დედაქალაქის დაბადების დღის აღნიშვნა ოქტომბერში

თბილისობა ძირითადად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. 2018 წლის თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართა. ტკბილეული, ეროვნული კერძები, წვენები, საცეკვაო და სხვა კულტურული წარმოდგენები მხოლოდ ერთ დღეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.  თბილისობა ყოველწლიური კულტურული დღესასწაულია, სადაც შესაძლებლობა გექნება ღვინის დაწურვის პროცესს ადევნო თვალო ან მიიღო მონაწილეობაც. იმ შემთხვევაში თუ თბილისობის ფესტივალს შეუერთდები, შენ შეგეძლება იყიდო ტრადიციული, განსხვავებული და გემრიელი საკვები  თუ ტკბილეული. თბილისობა მთავარი კულტურული ფესტივალია შემოდგომისას თბილისში.

 

მთაწმინდის პარკი - ისიამოვნე ქალაქის ხედით

შემოდგომა ფერადი ბუნებისა და თბილისის ხიბლის შესასწავლად იდეალური თვეა წვიმიან თუ მზიან ამინდში. მთაწმინდის პარკი გასართობი ადგილია, რომელიც მთაწმინდის მთაზე მდებარეობს. თუ სურვილი გაქვს, რომ რამდენიმე საათით დატკბე ქალაქის საოცარი ხედითა და ამასთანავე, შენმა დრომ მხიარულად ჩაიაროს , მთაწმინდაზე ასვლა ნამდვილად ღირს. და მაინც რატომ შემოდგომით? ალბათ, იმიტომ რომ მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე ათასფრად შეფერილი ლანდშაფტი შემოდგომით ულამაზესია. მთაწმინდაზე ქალაქის საოცარი ხედით ისიამოვნებთ, და მოგონებებს ფოტოების გადაღებით შეინარჩუნებთ ქალაქის უმაღლესს წერტილზე. მთაწმინდის პარკში შესვლა უფასოა, მხოლოდ იხდი ატრაქციონებისთვის განკუთვნილ ღირებულებას. ზოგჯერ, სექტემბერსა და ოქტომბერში ღვინის ფესტივალები იმართება მთაწმინდაზე , სადაც  უეჭველად,  ჭიქა ღვინის დაგემოვნების საშუალება გექნებათ.


მშრალი ხიდი - სასიამოვნო სასეირნო ადგილი ხიდის გაყოლებაზე

მშრალი ხიდი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც უყვარს საინტერესო, ძველებური და დასამახსოვრებელი ნივთების აღმოჩენა. ხიდი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და უამრავი ტურისტი იყრის თავს  სასეირნოდ. ხელნაკეთი ნამუშევრები, ნივთები საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, ფაიფური, ჩანაწერები, ნახატები ქართველი მხატვრებისა, ეს ყველაფერი მშრალ ხიდთან იყიდება დედაენის პარკის მახლობლად. და თუ მაინც შოპინგის მოყვარული არ ხარ, მაინც შეიძლება დატკბე სეირნობით შემოდგომის გრილ საღამოს. გარემო მეტად მეგობრულია და შემოდგომის ფოთოლცვენა ნამდვილად ღირს სანახავად მშრალ ხიდზე.


ბოტანიკური ბაღი: ბუნება თბილისში

ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს შემოდგომით და არა მხოლოდ. ნარიყალას ციხესიმაგრესთან ახლოს მდებარეობს. ბოტანიკურ ბაღში ასვლა საბაგიროს საშუალებითაც შეიძლება. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 2.50 ლარია თითო გზა. ხოლო, ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური ორი ლარია.

ყვითლად, წითლად და მწვანედ შეფერილი ფოთლები შთამბეჭდავ ხედს ქმნის ბაღში. ბოტანიკური ბაღი მშვენიერი ადგილია განსატვირთად, უბრალოდ შეგიძლია დატკბე შემოდგომის მზით და ირგვლივ არსებულ სკამებზე ჩამოჯდე. გარშემო სასეირნო ბილიკებია და ამასთანავე, ზიპლაინიც ხელმისაწვდომია. და რადგანაც, შემოდგომა ქორწილების სეზონია, შესაძლოა ბოტანიკურ ბაღში შაბათს ან კვირას საქორწილო გადაღებაც შეგხვდეს გზად.

და ბოლოს, ვფიქრობთ ეს ადგილები საუკეთესო იქნება შემოდგომით სანახავად თბილისში, რომელიც იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებს. თქვენ რას ფიქრობთ?

 

თეგები: #მთაწმინდის პარკი #თბილისი #თბილისობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი