თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. მას ჩრდილოეთის მხრიდან კეტავს სოლოლაკის ქედი, სამხრეთიდან - თაბორის მთის კლდეები, ჩრდილო-დასავლეთით ბაღი კოჯრის გზატკეცილს ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თბილისის უძველეს უბნებს - აბანოთუბანსა და ხარფუხს. ბაღის აღმოსავლეთით ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტებია. თბილისის ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდნარს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, ბელვედერი, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით. აქ ასევე ფუნქციონირებს კაფე, მუზეუმი და სადღესასწაულო სივრცე, სადაც ჯვრისწერის ცერემონიის მოწყობაა შესაძლებელი. ბაღში არის საბავშვო სივრცეც საქანელებითა და სხვა გასართობებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ბაღის ტერიტორიაზე ასევე არის საცოცი კლდეც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ტურებსაც შემოგთავაზებენ, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები მიმზიდველ გარემოს ქმნის, ამიტომაც იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მრავალი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი გარემო იპოვნოს და საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატაროს დრო.
ისტორია
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, 1845 წელს კი მას გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში კი ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია მიემატა, წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, სოც დაუვველევზე მოქმედებს რამე შეღავათი?
შესვლისას რომელიმე ბარათით გადახდა შეიძლება?
ბარათით გადახდა შესვლისას არის?
გამარჯობათ , 4 ლარით რამდენი საათი შეიძლება ვისარგებლო?
გამარჯობა, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 272 43 06
გამარჯობა, სტუდენტებისთვის სტუდენტ ქარდით გადახდა საკმარისია რომ 1 ლარად შევძლოთ შესვლა?
შესვლა რა ღირს
მოგესალმებით, ბილეთების ფასი 4 ლარიდან იწყება.
ორშაბათს თუ მუშაობთ?~
მოგესალმებით, ბოტანიკური ბაღი მუშაობს ყოველდღე.
გამარჯობა , მინდა საქორწილო სურათების გადაღება და რამე დამატებით ფასები აქვს გარდა შესვლა რაც ღირს სტანდარტულად ?
სალამი, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.
დღეს მუშაობთ
დიახ, ღიაა.
Gamarjoba, xval mushaobt?
დიახ მუშაობს.
გამარჯობა შაბათ-კვირას თუ მუშაობს და რომელ საათამდე
გამარჯობათ ფუნქციონირებს თუ არა ამჟამად?
მოგესალმებით, დიახ ფუნქციონირებს.
ძაღლის შემოყვანა თუ შეიძლება 5 კილომდე რომ იყოს კონკრეტულად იორკშიკული ტერიერის
მოგესალმებით. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ტელეფონზე: 032 2 72 11 85.
საქორწილო ფოტოსესიისთვის რაიმე ოფიციალური თანხაა?
მოგესალმებით. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ტელეფონზე: 032 2 72 11 85.
ვრეკავ და სულ დაკავებას მაძლევს და ისე მგონი რომ გამოაკრათ აბრა და ეწეროს ზედ რამდენ კილოიანის შემოყვანა შეიძლება მგონი ჯობია, ან გააფრთხილოთ თქვენი თანამშრომლები მგონი ჯობია ან კიდევ გვერდი სადც გაქვთ გაკეთებული იქ განათავსოთ იმფორმაცია ჯობია. მე მგონი ადმინისტრაციის ინტერესში უნდა იყო ყველა ინფორმაცია იყოს ხელმისაწსვდომი. გეუბნებიან შეიძლებაო 5 კილომდე და მერე მოხვალ და გეუბნებიან არ შეიძლებაო კარებში. ცოტა უხერხულობას ქმნის ეგეთი მოქცევა.
გამარჯობა, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. შეგიძლიათ მიმართოთ ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ წარმომადგენლობას Facebook გვერდის მეშვეობით:
https://www.facebook.com/NBGGEO/
გამარჯობათ,
მაინტერესებს თბილისის ბოტანიკურ ბაღში შევლა ნებადართულია ამჟამად თუ კორონავირუსის გამო დახურულია?
მოგესალმებით, ბოტანიკური ბაღი ამჟამად ფუნქციონირებს, და შეგიძლიათ ეწვიოთ.
gamarjoba avlabridan rogor sheidzleba asvla bagshi xom ver metyvit
მოგესალმებით, ავლაბრიდან შეგიძლიათ წახვიდეთ აბანოთუბანში და იქიდან მირზა შაფის ქუჩის მხრიდან შეხვიდეთ ბოტანიკუტ ბაღში.
გამარჯობა, ფუნქციონირებს ახლა ბოტანიკური ბაღი? ბილეთის დაჯავშნა თუა წი ასწარ საჭირო? აბანოთუბნის მხრიდან ოპტიმალურად მოკლე გზა შეგიძლიათ მომწეროთ?
მოგესალმებით. ბოტანიკური ბაღი ფუნქციონირებს. ბილეთის შეძენას შეძლებთ ადგილზე მისვლისას. აბანოთუბნის მხრიდან შეგიძლიათ მიხვიდეთ მირზა შაფის ქუჩიდან. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.
ბოტანიკურ ბაღში პიკნიკის გამართვის უფლებას თუ იძლევიან?
მოგესალმებით, პიკნიკთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.
salami.. icit ra mainteresebs. saidan unda mividet am botanikur bagshi romeli mxridan tu sheidzleba ro gvitxrat :D
მოგესალმებით, ბოტანიკურ ბაღში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ქართლის დედის მხრიდან, ასევე აბანოთუბანში მირზა შაფის ქუჩიდან.
მაინტერესებს თქვენთან თუ არის შესაძლებელი წყალმცენარეების შეძენა? თუ არა- იქნებ მიმასწავლოთ სად შეიძლება შევიძინო?
სალამი, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. გთხოვთ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ნომრზე : 032 2 72 11 85.
აღნინულ ნომერზე ვერ გიკავშირდებით,იქნებ დამეხმაროთ
გამარჯობა, მაინტერესებს ამჟამად ბაღი მუშაობს? შესვლა შეიძლება?
მოგესალმებით, ამჟამად ბოტანიკური ბაღი დაკეტილია. მუშაობას განაახლებენ 2020 წლის 15 მაისიდან.
გამარჯობა.შეიძლება თუ არა თქვენთან მცენარეების შეძენა და როგორ? ძირითადად ოთახის დეკორატიული მცენარეები გვსურს. თუა შესაძლებელი თქვენს ორანჟერეაში მოვიდეთ? მადლობა...
გამარჯობა, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. შეგიძლიათ მიმართოთ ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ წარმომადგენლობას Facebook გვერდის მეშვეობით:
https://www.facebook.com/NBGGEO/