
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ოკაცეს კანიონი - კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით, მდიდარი ტბებით და ჩანჩქერებით, მდებარეობს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში.
მდინარე ოკაცეს სიგრძე 14 კილომეტრია, კანიონის კი 2 კმ, მისი სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე დიდი ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია, ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.
კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
ბილეთის ღირებულება | საქართველოს მოქალაქის ბილეთი | მოსწავლის ბილეთი |
17.25 ₾ | 9.20 ₾ | 5.50 ₾ |
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა,30 ოქტომბერს იქნება ოკაცეს კანიონი გახსნილი?
გამარჯობა, მაინტერესებს 18-19 ივნისს ოკაცეს კანიონი თუ იქნება გახსნილი
სალამი, კანიონი წესით ღია იქნება მაგ პერიოდში
მუშაობს თუ არა ტურისტებისათვის კანიონი 22.08
სალამი, დიახ მუშაობს
გამარჯობათ
ხვალ შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის მონახულება სრულად?
სალამი, ორივე კანიონი მუშაობს როგორც ვიცით, და შეგიძლიათ მოინახულოთ ♥️
მოგესალმებით, მე ვერ დავუკავშირდი მითითებულ საიტზე ნომერს.არ პასუხობს.და მაინტერესებს მუშაობს თუ არა ოკაცის კანიონი ამ დღეებში.კონკრეტულად მაინტერესებს 22 მისი( შაბათი) და არის თუ არა რამე შეზღუდვები? მადლობა წინასწარ
სალამი, როგორც ვიცით ოკაცეს კანიონი ამ ეტაპზე დაკეტილია. ასევე დაკეტილია: მარტვილის კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე.
სამწუხაროდ როდის გაიხსნება არ ვფლობთ ინფორმაციას.
გამარჯობა. ახლა შესაძლებელია კანიონის მონახულება?
გთხოვთ დაუკავშირდეთ კანიონს ნომერზე: 591457463
გთხოვთ ჩაასწორეთ..ოკაცეს კანიონი მდებარეობს იმერეთის რეგიონში და არა სამეგრელოში!
მოგესალმებით, ჩავასწორეთ. მადლობა.
დრესდრრობით თუ შეილება დათვალიერება
მოგესალმებით, დიახ შეგიძლიათ დათვალიერება.
მრავალშვილიან ოჯახებზე თუ გაქვთ შეღავათიანი ბილეთები ?
მოგესალმებით. ფასები სტანდარტულია.
ეჭვიც არ მეპარებოდა. მადლობა.
გამარჯობა!ფასი მომწერეთ თუ შეიძლება.
მოგესალმებით, ოკაცეს კანიონზე შესვლა ღირს 17,25 ლარი, თუმცა თუ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას წარადგენთ შეძლებთ 9,20 ლარად შესვლას. სკოლის მოსწავლეების ბილეთის ღირებულებაა 5.50 ლარი. ასევე გთხოვთ გაითვალისინოთ, რომარის სიმაღლეზე შეზღუდვა და 128 სმ-ს ქვემოთ მოქალაქეები არ დაიშვებიან კანიონზე.