
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბაგრატის ტაძარი იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. იგი აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში. ბაგრატის ტაძარი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია, როგორც არქიტექტურული გადაწყვეტით ასევე სიმბოლური მნიშვნელობით. ის ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. “მატიანე ქართლისაი” მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III-ს ტაძრის კურთხევის ზეიმისთვის შემოუკრებია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც - ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”. ამით მან ბაგრატის კათედრალს ზოგადეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ნაგებობის ჩრდილოეთ სარკმელთან განთავსებულ წარწერაში, რომელიც საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუშია, მოცემულია ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი: “ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”. თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იყო შემონახული. 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და ბრძოლის დროს ბაგრატის ტაძარიც ააფეთქეს. მათ ასევე ეკლესიის სიმდიდრეც მიიტაცეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ - სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ოსმალებისგან გაათავისუფლა ბაგრატის ტაძარიც, თუმცა ბრძოლის დროს ძეგლი კიდევ უფრო დაზიანდა. დღესდღეობით ეკლესია სრულიად აღდგენილია. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაში იყო, თუმცა აღდგენის შემდეგ სიიდან ამოიღეს.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, ჯვრის გვერდითი შვერილი მკლავებითა და ოთხი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯით. ნაგებობა ფართო შიგა სივრცით გამოირჩევა. დასავლეთის მკლავი სამნავიანია, გვერდითა ნავები ორსართულიანია და მათ მეორე სართულზე პატრონიკეებია მოწყობილი. ორსართულიანია აგრეთვე აღმოსავლეთის საკუთხევლის გვერდითა სათავსოები. ტაძრის შიდა სივრცის გადაწყვეტა მკვეთრადაა გამოვლენილი გარე მასებში. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები გამოსულია ნაწილების შემაერთებელი ხაზებიდან, რაც ხაზს უსვამს ჯვრული გეგმის კონცეფციას. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარმა გუმბათი მაღალ ბოძებს დააყრდნო, ფასადებზე კი სიბრტყიდან სიბრტყეზე, ფასადიდან ფასადზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა გამოიყენა, რაც სიახლე იყო ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ნაგებობის კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა. ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის მკლავებს აგებიდან ორიოდე ათეული წლის შემდეგ მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძარს ქვის გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი და ქვის სამრეკლო. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სამსართულიანი კოშკი დგას, რომელიც ტაძრის მშენებლობის დასრულებამდეა აგებული. სამივე სართულში თითო ოთახია, ბუხრებითა და თახჩებით. ამ კოშკში, სავარაუდოდ, ეპისკოპოსი ცხოვრობდა.
ბაგრატის ტაძარში მოსახვედრად საჭიროა ქუთაისში ჩასვლა. ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი და ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან, მესტიიდან და ამბროლაურიდან ქუთაისის მიმართულებით. ტრანსპორტი გადის დიდუბისა და თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალიდან.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა