ბაგრატის ტაძარის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბაგრატის ტაძარი - აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

სად მდებარეობს?

ბაგრატის ტაძარი მდებარეობს იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.

როგორ მოვხვდეთ ბაგრატის ტაძარში?

ბაგრატის ტაძარში მოსახვედრად საჭიროა ქუთაისში ჩასვლა. ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი და ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან, მესტიიდან და ამბროლაურიდან ქუთაისის მიმართულებით. ტრანსპორტი გადის დიდუბისა და თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალიდან.

ისტორია 

ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა.

XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ოსმალებმა ტაძრის გუმბათი დააქციეს. დროთა განმავლობაში მისი ნგრევა გრძელდებოდა. ამჟამად დაფუძნებულია `ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი, რომლის მიზანია ტაძრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფორმატით. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის ძეგლთა სიაშია. 1995 წელს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის სრული რესტავრაცია.






მდებარეობა
42.277237, 42.704297
მანძილი დედაქალაქიდან
236 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

იმერეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურის ცენტრს საქართველოსთვის. ის ამავე დროს უძველესი სატრანზიტო რეგიონი იყო, რადგან აბრეშუმის გზა ევრ...

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლებით. აქედან გამომდინარე მას ბევრი ადგილობრივი...

მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამ...

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.როგორ ...

მდებარეობს ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში  კოლხეთის დაბლობზე. აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. მანძილი თბილისიდან 220...

შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენ...

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, ბაღდათიდან 10 კმ დაშორებით, მდ. ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე. სოფელი როკითი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი...

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ხანისწყალზე, ქუთაის-ბაღდათ-ბენარის საავტომობილო გზაზე. ბაღდათში არის თეატრი, ვლადი...

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.საირმის ...

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონი 4 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება: ამბროლა...

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში  ღმერთის არსებობას იგრძნობთ.კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათ...

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტი ზ.დ. მანძილი თბილისიდან 245 კმ. ბაღდათიდან 23 კმ. ქუთაისიდან 50 კმ. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირ...

რაჭაში, ამბროლაურის რეგიონში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა,...

საქართველოს რეგიონებში გურია ყველაზე პატარაა. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა, ს...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!