დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Imereti, Motsameta Monastery motsameta monastery kutaisi motsameta monastery kutaisi მოწამეთას მონასტერი მოწამეთას მონასტერი მოწამეთას მონასტერი მოწამეთას მონასტერი

მოწამეთას მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მოწამეთას მონასტერი იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მოწამეთას მახლობლად. იგი აგებულია XI საუკუნეში, თუმცა დღევანდელი სახე XIX საუკუნეში მიიღო. მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევისას, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბთა სარდალს, საბოლოოდ კი მოწამეობრივად აღესრულნენ. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის წამებულ წმინდანთა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. XI საუკუნეში კი არაბთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილას ბაგრატ IV-მ მომცრო უგუმბათო ტაძარი ააგო და წმინდანთა ნეშტი ახალ ეკლესიაში გადაასვენა. სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება სახელი მოწამეთაც. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის - დავით წერეთლის ხელმძღვანელობით ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა მოწამეთას ეკლესია შეაკეთეს და გააფართოვეს. ამ დროს გადაკეთდა ის გუმბათოვან ნაგებობად, ასევე დაიგო ქვის იატაკი და შეიცვალა კანკელი. წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, ისტორიულად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხეობის ძეგლთა შორის კი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.


არქიტექტურა

მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომელთაგანაც ორი საკურთხევლის შვერილია. ტაძრის თავისებურება ჩრდილოეთით მოწყობილი საკურთხეველია. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ აღმოსავლეთით - საპატიო ადგილას წმინდანთა ნეშტია დაკრძალეს, ამიტომაც ხუროთმოძღვარმა საკურთხეველი ჩრდილოეთით გადაიტანა. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. საკურთხეველი გამოყოფილია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. მის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მხატვრობა - ვედრების კომპოზიცია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ჩანს შესრულებული. ეკლესიის სამხრეთით XIX საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო დგას. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ’’შიშიანობის’’ დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს შემოვლებული.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Elza Maxaradze
Elza Maxaradze

გამარჯობათ. შესვლა ფასიანია?

1 შეფასება
5
Mariam Sarsevanidze

ულამაზესი ❤️

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მოწამეთას მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!