
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.
პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.
პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე.
პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.




| ბილეთის სახეობა | საქართველოს მოქალაქე | სხვა ქვეყნის მოქალაქე | ||||
|---|---|---|---|---|---|---|
| უფროსი | სტუდენტი/მოსწავლე | 6 წლამდე ბავშვი | უფროსი | სტუდენტი/მოსწავლე | 6 წლამდე ბავშვი | |
| მღვიმეში შესვლა | 10 | 5 | უფასო |
20 | 5 | უფასო |
| ნავით გადაადგილება | 10 | 10 | უფასო | 15 | 15 | უფასო |
| კომბო ბილეთი | 25 | - | - | 50 | - | - |
| ქორწინების გაფორმების ცერემონიალი | 100 | - | - | 100 | - | - |
| საკონფერენციო დარბაზი - 1 დღე | 100 | - | - | 100 | - | - |
| მღვიმის სიფონებში ყვინთვა | 150 | - | - | 150 | - | - |



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ. ექსკურსიაზე მოდიან სკოლიდან პრომეთეს მღვიმეში. ბილეთის ფასები მაინტერესებს ამჟამათ. ბქვშვი და მშობელი
მოგესალმებით. მოდიან თქვენთან ექსკურსიაზე სკოლის ჯგუფი. საჭიროა თუ არა სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი? თუ საჭიროა, შეიძლება იყოს ქსეროასლის სახით?
მეც მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი