დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში.

ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრივი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. ბაღის ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.

ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.


ისტორია

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1969 წელს, მაგრამ იგი მემკვიდრეა იმ ბაღისა, რომელიც 120-140 წლის წინ გაშენდა ქალაქში. მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსებულ ბაღს თავდაპირველად ,,ფერმის ბაღი” ეწოდებოდა. უფრო მოგვიანებით იგი ცნობილია ,,ჭომის პარკის” სახელითაც. იგი მჭიდროდ უკავშირდება ქუთაისში საქალაქო ბაღის (მოგვიანებით ,,ბულვარი, ამჟამად ქალაქის პარკი) და ფერმის ბაღის (ამჟამად ბოტანიკური ბაღი) შექმნას. საქალაქო ბაღი გაშენდა დაახლოებით 1820 წ., ხოლო ,,ფერმის ბაღი კი 1840 წელს. სწორედ ეს პერიოდი უნდა ჩაითვალოს ქუთაისში უცხო ეგზოტიკურ მცენარეთა ინტროდუციის პირველ ეტაპად და იგი გრძელდება 1900-1910 წლამდე. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ახალი სახეობების შემოტანის და ამ გზით ბაღის მცენარეული საფარის გამდიდრების მეორე ეტაპი ყოფილი ,,ჭომის პარკი (იგივე ფერმის ბაღი) ტერიტორიაზე სუბტროპიკული ინსტიტუტის სახელს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მცენარეთა ინტროდქუციისა იწყება ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბაღში ინტენსიურად მცენარეთა ინტროდუქცია. იქმნება ახალი გეოფლორისტული ნაკვეთები. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქცია ხდებოდა ბათუმის, სოხუმის, თბილისს ბოტანიკური ბაღებიდან, ხოლო ნაწილი სახეობების ინტროდქციის წყარო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან დელექტუსით მიღებული თესლები. მათგან განსაკუთრებით თესლები მოდიოდა მოსკოვის, რიგის, კიევის, ნიკიტის, დონეცკის ბოტანიკური ბაღებიდან.

თეგები: #ბუნება #ბაღი #პარკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ნინი ნინიკო
ნინი ნინიკო

გამარჯობა,რომელ საათამდე შემიძლია მონახულება და შესვლა ფასიანია?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 592 17 77 03

ნინი ნინიკო
ნინი ნინიკო

ვრეკავ და მითიშავენ

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სამწუხაროდ სხვა ნომერი არ გვაქვს მათი საკონტაქტო.

ნინი ნინიკო
ნინი ნინიკო

იქნებ დამიზუსტოთ ეს დეტალები,შემდეგ ვეღარ მოვახერხებ დათვალიერებას,მადლობა წინასწარ

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

https://www.facebook.com/profile.php?id=100064469958368&mibextid=ZbWKwL აქ რომ მიწეროთ იქნებ მოგწერონ პასუხი.

Lela Eliava
Lela Eliava

გამარჯობათ მაინტერესებს პირველი კლასი რომ შემოვიყვანოთ ექსკურსიით გადასახდელი რამდენი არის ?და კიდევ მაინტერესებს მანდ თუ შევძლებთ გაშლას სუფრისას რომ ბავშვებს ვაჭამოთ

ემილია ვაჭარაძე
ემილია ვაჭარაძე

Teo Managadze
Teo Managadze

გამარჯობათ მაინტერესებს ღია არის თუ არა ბოტანიკური ბაღი და რა ღირს შესვლა პატარა ბავსვებისთვისა და მოზარდებისთვის

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბოტანიკური ბაღიღიაა და შესვლა 1 ლარი ღირს ნებისმიერი ასაკის მოქალიქსთვის.

Elene Mamulashvili
Elene Mamulashvili

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტელეფონის ნომერი მომწერეთ

natia lomineishvili
natia lomineishvili

გამარჯობა - 592177703

Nino Metreveli
Nino Metreveli

მოგესალმებით, მაინტერესებს ფასები უცხოელი ვიზიტორებისთვის?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ღირს 1 ლარი, როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრებისთვის

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 592 177****