
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გაბზარული ტბა - ბუნების ძეგლი, მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე.
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
მისასვლელი გზა:
ქალაქი წყალტუბო - სოფელი ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფელი ყუმისთავი - გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი - 3 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, დღეს თუ არის შესაძლებელი გაბზარული ტბის მონახულება და ასევე მაინტერესებს რომელ საათამდე მუშაობთ
გამარჯობა ეკა, გაბზარულ ტბაზე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი. ეს არის უბრალოდ ტბა, რომლის ნახვაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა ტბასთან ჩასასვლელი საკმაოდ რთულია, ციცაბო კლდეზე ჩადის ბილიკი და სასურველია ვინმე გამოცდილ ადამიანთან ერთად ესტუმროთ. ზოგჯერ შეიძლება თოკებიც კი გახდეს საჭირო ტბასთან ჩასასვლელად.