რაჭის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. რეგიონი 2 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება: ამბროლაური და ონი. დასავლეთიდან ესაზღვრება ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამხრეთიდან - იმერეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, ხოლო ჩრდილოეთიდან კი - რუსეთის ფედერაცია. მთლიანი ტერიტორია - 3,854 კმ.კვ.

რაჭა სახელგანთქმულია არა მხოლოდ გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობით, აგრეთვე თვალწარმტაცი ბუნებით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, ალპური მდელოებით, ბილიკებითა და ხეობებით, შაორისა და ლაჯანურის წყალსაცავით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია აურაცხელი ისტორიული, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის სახელგანთქმულია ნიკორწმინდას ეკლესია, რომელიც დათარიღებულია XI საუკუნით, აგრეთვე XVIII საუკუნის ბარაკონის  ეკლესია, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა.

რაჭა გამორჩეულია აგრეთვე კულინარიითაც, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია შქმერული- წიწილა ნივრითა და რძით... მისი შექმნის ისტორია სოფელ შქმერთანაა დაკავშირებული, როდესაც სამკურნალოდ ერთ-ერთ პაციენტს დაუნიშნეს ნივრიანი რძე, რაც ვერ დალია. მაშინ მოხერხებულმა მეუღლემ შემწვარ ქათამს მოასხა ნივრიანი რძე. სწორედ ასე შეიქმნა უგემრიელესი კერძი.

ამბროლაურიდან 4 კილომეტრში მდებარეობს ხიდიკარი. აქ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება XI საუკუნის ძეგლებს, აგრეთვე, გვიანი შუასაუკუნეების ნანგრევები- “წულუკიძის კოშკი” და ხიდიკარის ციხესიმაგრე, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობს, კლდეებს შორის, მდინარე რიონის ხეობასთან.

რაჭა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინის წარმოებაში. რაჭის მიმდებარე ტერიტორიაზე წააწყდებით თვალუწვდენელ ღვინის ვენახებს. მაგალითად, ღვინო “ხვანჭკარას” ვენახებს უჭირავს 903 ჰექტარი. ამბროლაურში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშია: ბარაკონის ეკლესია, ზემო კრიხის ნანგრევები, პატარა ონის ეკლესია, მინდას ციხესიმაგრე, და სხვები. მათ შორის განხილვას იმსახურებენ ნიკორწმინდა და ბარაკონის ეკლესიები.

  • ნიკორწმინდა - რაჭის გუმბათოვანი ეკლესიაა, ამბროლაურიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, ნიკორწმინდას  დასახლებაში... წმ. ნიკოლასის ეკლესიის დასავლეთი ფრთა, რომელიც რაჭის ეპარქიას წარმოადგენს, აიგო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მიერ. სამსართულიანი დედოზარის კოშკი - XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიას აქვს კუთხოვანი ჯვრის ფორმა. ის უხვადაა შემკული ორნამენტებით. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალფიგურიანი წმინდანების ხატები , მეორედ მოსვლის ამსახველი სცენები, მითიური ცხოველები და ა.შ.

  • ბარაკონის ეკლესია - ერთ-ერთი ყველაზე გვიანი მნიშვნელოვანი ნაგებობაა რაჭაში, განეკუთვნება აგრეთვე შუა საუკუნეების გუმბათოვანი არქიტექტურის ნიმუშს. ღვთისმშობლის სახელობის ეს ეკლესია ააგეს გათლილი ქვისგან, ნიკორწმინდას მსგავსად, აქაც უხვადაა ორნამენტები.

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობრივად მაინც "უწერაა". ეს არის სოფლი,  მთის სამკურნალო და სპა კურორტი, რომელიც მდებარეობს ზემო რაჭაში, 15 კილომეტრით ონიდან. სახელი დაკავშირებულია თამარ მეფესთან, როდესაც ის მოგზაურობდა რაჭაში. ის უწერას სილამაზით იმდენად აღფრთოვანდა, რომ თქვა: “რა ენით აუწერელი სილამაზეა”. სიტყვა “ენით აუწერელი” დროთა განმავლობაში შეიცვალა “უწერათი”.

აღსანიშნავია აგრეთვე ონის დიდი სინაგოგა. შენობა მოპირკეთებულია თეთრი კირქვით და სიდიდით მესამეა საქართველოს სინაგოგებს შორის, თბილისისა და ქუთაისი სინაგოგების შემდგომ. ონი განეკუთვნება იმ ქალაქებს, სადაც პირველი ებრაელები დასახლდნენ. დღეისათვის, ონის სინაგოგა არ ფუნქციონირებს, რადგან აქ მცხოვრები ებრაელები დაუბრუნდნენ აღთქმულ მიწას.

ზემო რაჭაში, მამისონის უღელტეხილთან 16 კილომეტრში, დიდი კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალის სამხრეთ კალთაზე- რაჭის კავკასიონზე მდებარეობს სამკურნალო კურორტი - შოვი. კურორტს გარს აკრავს გირჩოვანი და შერეული ტყეები, აგრეთვე მარადიული მყინვარები. აქ აღმოჩენილია 16 მინერალური წყლის ნაკადული. ყოველი მათგანი უნიკალურია, გამორჩეულია შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით. თავად შოვის მიმდებარე ტერიტორია წარმოუდგენლად ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, რაც ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში იყო საყოველთაოდ ცნობილი.

საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ მოქმედებდა სამკურნალო სპა ცენტრი და არაერთი დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა, მათ შორისაა კურძალის შენობა, რომელიც ქართული მონუმენტებითაა დახუნძლული. შოვი საინტერესოა აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მთაზე ცოცვა, თხილამურებით სრიალი, მდინარეზე ნავით დაშვება და ა.შ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიონის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც 4,000 მეტრს აღწევს, არის რამდენიმე მწვერვალი, სადაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს, ეს კი მთამსვლელთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ლაშქრობის მოყვარულთათვისაც გამოიძებნება გასართობი- მამისონის უღელტეხილიდან დაწყებული, ჭანჭახის ხეობით დამთავრებული.

მანძილი დედაქალაქიდან
260 კმ
შაორის წყალსაცავი, რაჭა - Shaori reservoir, Racha
შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლ...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ambrolauri municipality
ამბროლაური

ამბროლაური — ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი...

სოფელი ჭიორა village Chiora
ჭიორა

ჭიორა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენ...

საინტერესო მარშრუტები რაჭაში
მუნიციპალიტეტები

იხილეთ ასევე

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

სასვანოს ტბები მდებარეობს სამეგრელო ზემო სვანეთში მდინარე რიონის ხეობაში ზღვის დონიდან 2680 მეტრზე.  ტბა განლაგებულია თხემზე საიდანაც ულამაზესი ხედი ი...

ბარაკონის ტაძარი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...

ამბროლაური — ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენე...

სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუ...

მარშრუტი იწყება სოფ.ჭიორას შესასვლელთან, გაივლის სოფელს და შედის პატარა მდინარე ხოლის ხეობაში. სოფლის გასასვლელთან არის წყარო. წყაროდან ჩრდილო აღმოსავ...

მწვერვალი ხიხათა - 2239მ, სოფელი შქმერისა და უშოლთის მიდამოები მდიდარია ლამაზი ხედებით, სოფელი შხივანა, სოფლეი ბეთლევი, სოფელი სხარტალი, შაორის წყალსა...

უძირო ტბა (იგივე სახელი რამდენიმე ტბას ქვია) რაჭაში კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე. ტბა...

მარშრუტი იწყება სოფელი ლიხეთის შესასვლელთან, გაივლის სოფელს და მიემართება ჩრდილოეთით საბანაკე ადგილისკენ. საბანაკე ადგილი მდებარეობს მდინარე ხეორის წყ...

სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუ...

მარშრუტი იწყება სოფელი ღების შესასვლელთან. მარშრუტი მიუყვება საავტომობილო გზას და ადის სოფელ გონაში სადაც გათვალისწინებულია ღამის სათევი ადგილი.  სოფლ...

მარშრუტი იწყება სოფელ ზემო თლუღიდან და მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთით საწალიკეს მთისაკენ. მარშრუტი ძირითადად სამანქანე გზას მიუყვება მხოლოდ ბოლო მონა...

მარშრუტი იწყება სოფელი ურავიდან. ბილიკი მიუყვება აღმართს და მიდის საბანაკე ადგილთან. საბანაკედან ბილიკი მიემართება დასავლეთისკენ, შედის ხეობაში და გად...

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პ...

ჭიორა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.ისტორია ხალხური თქმულების მიხედვით თავდაპირველ...

ღები — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. ონი...

შოვი — კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკ...

გლოლა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ...

ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინ...

ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რა...

ლიხეთი — სოფელი რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის...

მარშრუტი იწყება კურორტი შოვის ჩრდილო აღმოსავლეთით და მდ. ბუბის წყლის ხეობით მიემართება ბუბას მთისკენ. 650 მეტრის შემდეგ მარშრუტი შედის მდ. ბუბის წყლის...

იხილეთ ასევე

კითხვები და პასუხები

ექსკურსიას ვგეგმავთ. ყველაზე დაბალ ფასად საოჯახო სასტუმროში ფასები გვაინტერესებს.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რაჭა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!