![IMG_1921](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/img-1921-8.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მინდა ციხე – შუა საუკუნეების ციხესიმაგრე რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან, ლუხუნის მარცხენა ნაპირზე, სოფელ წესის მახლობლად. ეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს. მინდა ციხე კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.
მინდა ციხის კომპლექსში შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი, რომელთაგან დასავლეთისა ცილინდრულია, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის – ოთხკუთხა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ის რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. ციხის აღმოსავლეთით ადრე შუა საუკუნეების მცირე ზომის დაზიანებული ეკლესიაა.
მინდა ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". იმერეთის მეფე სოლომონ II-ის 1804 წ. სიგელი ბოძებული სოლომონ ლეონიძისადმი, იოაჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში", იევლევისა და ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის "მუხლობრივი არწერილობა".
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონს ჩდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის“.
მინდა ციხე რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო. მასზე გადიოდა ონიდან ქვემო რაჭაში და ქვემო სვანეთიდან რაჭაში მიმავალი გზები. შედიოდა იმერეთის სამეფოს მესამე სადროშოში. XIII-XIV სს-ში მინდა ციხე სამეფო ხელისუფლებას ეკუთვნოდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) ის რაჭის ერისთავს გადასცა. 1769 წელს რაჭის ერისთავის დასჯის შემდეგ სოლომონ I-მა (1752-1784) მინდა ციხე თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონ II-მ (1789-1810) ციხე სოლომონ ლიონიძეს გადასცა, ხოლო იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლებამ როსტომ ერისთავის შთამომავლებს დაუბრუნა.
რეკომენდირებულია ციხე-სიმაგრის დათვალიერებისას დაიცვათ სიფრთხილე, რადგან ობიექტები უკვე ძალიან ძველია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა