![IMG_1921](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/img-1921-8.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭყვიშის მიდამოებში მდებარეობს. იგი XII საუკუნით თარიღდება. ტაძარი მიწისძვრას დაუნგრევია და XIII-XIV საუკუნეებში, გაბრიელ ლაბეჭინელის თაოსნობით, ხელახლა აუგიათ და მოუხატავთ. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებობა გამოირჩევა აზიდული პროპორციებით. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით. ეკლესიის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. დარბაზი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით ნათდება. ეკლესიას მინაშენები ჰქონია, რომლებიც ამჟამად საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გრძივ კედლებს, გარედან თარო მიუყვება, რომელზეც გვერდითი სათავსების კამარები იქნებოდა დაყრდნობილი. აღმოსავლეთ ფასადზე შეწყვილებული ლილვით შემორკალული ორი სამკუთხა ნიშაა. ნიშებს სარკმელია, რომელსაც ორნამენტირებული საპირე აქვს. მარცხენა ნიშაში განედლებული ჯვრის რელიეფია. ასეთივე ჯვარია ფრონტონის არეშიც. დეკორირებულია დასავლეთის კარი და სარკმელიც. სამხრეთ ფასადის მორთულობა არ არის ტაძრის თანადროული. კედლებზე ასევე გვხვდება ლაპიდარული წარწერებიც. ფასადებს სადა, წრეთარგისა და წვრილი ლილვისგან შექმნილი ლავგარდანი შემოუყვება. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესია ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა