
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედავად ამისა, წყალსაცავი ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარული ადგილია. თუმცა, ეს ერთის მხრივ შაორს უფრო საინტერესოს ხდის. ხეტიალის მოყვარული ადამიანები ხშირად ეძებენ ისეთ ადგილებს, რომლებიც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, ტურისტების სიმრავლით და ამავდროულად არის ისეთი გარემო, სადაც შაბათ-კვირას, ბუნებასთან ჰარმონიაში, დროს სასიამოვნოდ გაატარებ.
შაორის წყალსაცავი უდიდესია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. ქვაბულში მანამდე იყო ორი ტბა: ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომელსაც დღესდღეობით წყალსაცავი ფარავს. შაორის სიგრძე 7.1 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 2.7 კმ, უდიდესი სიღრმე კი 14.5 მეტრია.
შაორის წყალსაცავს მდიდარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობების მოწყობა. დღესდღეობით განვითარებულია თევზაობა. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი. აქ სათევზაოდ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. ასევე შეგიძლიათ ნავით ისეირნოთ, თუ ნავს თავად წაიღებთ. წყალსაცავს გარს აკრავს ასევე ნაქერალას ქედი და საწალიკის მთა, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები. წყალსაცავის ირგვლივ ტყეში მრავლადაა სოკო, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ნიყვი. ასევე ტბასთან მოწყობილია მცირე ინფრასტრუქტურა, ტბაში დამონტაჟებული საქანელები, რომლებიც ფოტოსესიის მოყვარულთათვის ძალიან მიმზიდველია.
შაორი წლის ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა შემოდგომასა და გაზაფხულზე აქ ზღაპრული სანახაობაა, სხვადასხვა ფერები არეკლილი ტბაში, ან კიდევ ახლად ამწვანებული გარემო ტბის ფონზე.
ჰავა შაორის ტერიტორიაზე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, ტემპერატურა შედარებით დაბალია, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული.
დედაქალაქიდან მანძილი 275 კმ-ია, ამბროლაურიდან 20 კმ. გზა არის ასფალტიანი და გადაადილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით.
და ბოლოს, ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაА есть в окрестностях Шаори место, где можно взять напрокат рыболовные принадлежности?
icit ramainteresebs gavigo rom weli argava vinme rom ar sheiwiroso da martalia?
იმედია არ არის სიმართლე.
გამარჯობა, მანტერესებს ფოთლები როდის იქყებენ ფერის ცვლას შემოდგომაზე? მადლობა
გამარჯობა, შაორზე ლამაზი ფერები ძირითადად ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე გრძელდება..