Help other travelers use your experience.
Review this destination, share your thoughts, impressions, pros and cons.
Let's make traveling easier than ever.
მურყმელის მაცხოვრის ეკლესია
About მურყმელის მაცხოვრის ეკლესია
მურყმელის მაცხოვრის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მურყმელში მდებარეობს. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადღენს, რომელიც აღმოსავლეთით თითქმის ბრტყელი, ოდნავ შერკალული აფსიდით სრულდება. ადგილობრივთა ცნობით, ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი ჩამოინგრა და გვიან იქნა აღდგენილი, დასავლეთი ნაწილი კი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. საკურთხევლის წინ მოგვიანებით აღდგენილი კანკელია, რომელიც სამი თაღითაა გახსნილი. სატრიუმფო თაღი, საბჯენი თაღი და დასავლეთ კედლის თაღი მომცრო შეკიდულ კონსოლებს ეყრდნობა. სატრიუმფო და საბჯენ თაღთა კონსოლები გრძივი კედლების ზედა ნაწილში მოწყობილ საფეხურს ებჯინება. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრლი, ორი კი - აღმოსავლეთ კედელში. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა. ფრესკები XII საუკუნით თარიღდება. დღესდღეობით მოხატულობა მხოლოდ დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი და მცირე ფრაგმენტი სამხრეთი კედლის დასავლეთ კუთხეში. ფასადები სრულიას სადაა, კედლები შებათქაშებული ყოფილა, თუმცა ნალესომა ამჟამად ნაწილობრივაა შემორჩენილი. ერთადერთი, სწორკუთხა, შესასვლელი დასავლეთიდანაა. ფასადებზე კარგად ჩანს თავდაპირველი და აღდგენილი ნაწილების წყობის ხასიათს შორის სხვაობა – თავდაპირველი ნაწილი ფიქალის მსხვილი, სხვადასხვა ზომისა და ფერის ლოდებითაა ნაგები, უფრო წვრილი ფიქალების ჩანართებით, აღდგენილი მხარე კი უფრო წვრილი, თანაბარი ზომის ფიქალებითაა ამოყვანილი. ტაძარში დაცულია XII-XIII საუკუნეების მიჯნით დათარიღებული მნიშვნელოვანი ხატები.
Our guides are ready to help you on this trip
Book a tour online!
Buy our tours online and explore incredible Georgia!
Please login to ask a question
Ask a Question