
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
აბაათას ეკლესია აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში მდებარეობს, აბაათას სახელით ცნობილი ციხის ტერიტორიაზე. იგი VI საუკუნით თარიღდება და მრავალჯერაა შეკეთებული. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ეკლესია, გვერდითა ეკლესიებთან შედარებით, მაღალი და განიერია. სამივე ეკლესია აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. მთავარი ნავი გვერდითებს კარით უკავშირდება. ძირითადი დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელიც ნალისებრ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შიდა სივრცე გაშლილი, დიდი და ნათელია, იგი ერთი აღმოსავლეთის, ორი დასავლეთის და სამი სამხრეთის სარკმლით ნათდება. სარკმლები თაღოვანია და შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება. სამხრეთის შუა სარკმლის თაღს ნალისებრი მოხაზულობა აქვს. სამივე ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს, მთავარ და ჩრდილოეთის ეკლესიას - დასავლეთიდან, სამხრეთის ეკლესიას კი - სამხრეთიდან. ფასადები სადაა მოურთველი და თაროსებრი ლავგარდნით სრულდება. მთავარი დარბაზის შესასვლელის არქიტრავზე ბოლნური ტიპის რელიეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დამუშავებული ქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა