
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ახალი ათონის მღვიმე აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 220 მეტრზე (აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ). იგი მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა და 11 დარბაზისაგან შედგება, ესენია: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „კანიონი“, „ივერია“, „სიურპრიზი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების სალონი“, „ტაძარი“, „მოსკოვი“. მღვიმის ჯამური სიღრმე 183 მეტრია, ჯამური სიგრძე კი - 3285 მეტრი. ახალი ათონის მღვიმე ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია საქართველოში, ის მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს თავისი უნიკალური ფორმებით შემკული დარბაზებით. აქ გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, ჰელიქტიტები, სვეტები, გაქვავებული ჩანჩქერები, ფარდები და სხვა. მღვიმეში არსებული სიფონური ტბებიდან ერთ-ერთის სიღრმე 26 მეტრს აღწევს. კეთილმოწყობამდე ახალი ათონის დარბაზებში მოხვედრა მხოლოდ საწყისი შახტიდან - ეგრეთ წოდებული „უძირო ორმოდან“ იყო შესაძლებელი. დღესდღეობით ივერიის მთის გულში გაჭრილია რამდენიმე ასეული მეტრი სიგრძის სატრანსპორტო გვირაბი. ტურისტული მარშრუტი ახალი ათონის ცენტრიდან იწყება, მატარებელს პირველი გაჩერება დარბაზ „აფხაზეთის“ მისადგომთან აქვს, აქედან კი 1,5 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი იწყება. მღვიმეში მოწყობილია მოაჯირები, სამზერი მოედნები, ხიდები, კიბეები, განათებები. ელნათურები საგულდაგულოდ არის შენიღბული და მღვიმე ლამპიონების არეკლილი სხივებით ნათდება. განათება ყოველი დარბაზისათვის საგანგებოდ შეირჩა, “აფხაზეთის” დარბაზის ტბებს წყალში ჩაძირული პროჟექტორები ანათებს, დარბაზ “თბილისში” ფერადი განათებაა და ა.შ. ახალი ათონის მღვიმის საოცრად ჯადოსნური და უნიკალური სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა