
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში.
დარბაზული ეკლესია ნაგებია ტუფის, ქვიშაქვისა და ბაზალტის ქვების არეული წყობით. ტაძრის კუთხეები და კარ-სარკმელთა ღიობები ამოყვანილია გათლილი ქვით. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან არის, რომელიც კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა ეკლესია კიდევ სამი სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლით ნათდება (დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია).
ტაძრის ინტერიერი სადაა, სწორკუთხა გეგმის დარბაზი აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება. ტაძრის ფასადები ასევე სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. სახურავი შემოსილია ბაზალტის ლორფინით. შესასვლელი კარის ასწვრივ, ორი ქვისაგან შედგენილ არქიტრავზე ქვის წყობით სწორკუთხა ჩაწეული არეა (ასეთი სიბრტყე წარწერისათვის მზადდებოდა) თუმცა აქ წარწერა აღარ ამოუკვეთიათ. დასავლეთის ფასადის ფრონტონი წაკვეთილია და მასზე გათლილი ქვის ოთხ წრიულ გეგმის სვეტზე სამრეკლოს მცირე ფანჩატურია დადგმული. ეკლესია სავარაუდოდ XIX საუკუნეშია აგებული. ტაძრის შესასვლეთან ადრეფეოდალური ხანის სტელის ბაზისი დევს. სავარაუდოდ დღევანდელი ტაძარი აქ ადრე აგებული ეკლესიის ადგილზეა აღმართული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა