დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი Ilia Chavchavadze Museum Музей Ильи Чавчавадзе ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმიბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი Ilia Chavchavadze Museum Музей Ильи Чавчавадзе

ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები და ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები. აქ აგრეთვე ნახავთ ილიას მეგობრის, მწერლისა და ექიმის, გრიგოლ ვოლსკის ბათუმში მოღვაწეობის ამსახველ მასალასა და პირადი ნივთებს. მუზეუმში დაცულია 278 ექსპონატი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, საგურამოში მდებარეობს.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907) უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და იღწვოდა საზოგადოების მორალური ღირებულებებისა და თვითშეგნების ამაღლებისთვის. მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა - „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 28 აგვისტოს მოკლეს. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ”. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, სახელით - წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ქ. ბათუმში დაარსდა 2001 წელს. მუზეუმში თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და საინტერესო ექსპოზიცია, სადაც მიიღებთ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და მისი უდიდესი როლის შესახებ აჭარის ისტორიაში. გაეცნობით ილია ჭავჭავაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა პირად ნივთებს, ფოტო მასალებსა და ფერწერულ ტილოებს.

სერვისები:

  • მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზი
  • სადაც წარმოდგენილია ილია
  • ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა
  • პირადი ნივთები.
  • მუზეუმი წარმოადგენს საგანმანათლებლო ჰაბს და მასში
  • სისტემატიურად იმართება
  • შეხვედრები მოსწავლეებთან
  • QRკოდები
  • აუდიო (ქართულენოვანი / ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) QR გიდი
  • გიდები (ქართულენოვანი / ინლისურენოვანი / რუსულენოვანი)
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • ვირტუალური ტური


თეგები: #ისტორია #კულტურა #მუზეუმი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

0422 27 11 75; 57754****
*****@ajaramuseums.ge
https://ajaramuseums.ge/
ხანგრძლივობა: 1 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+59
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

მუზეუმში შესვლა უფასოა.




ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

0422 27 11 75; 57754****