
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბესლეთის ხიდი (თამარის ხიდი) აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ბესლეთზეა გადებული. აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა ერთმალიან, ერთცენტრიან, თაღოვან, კუზიან ხიდის წარმოადგენს. ხიდის სიგრძე 35 მეტრია, სიმაღლე კი - 8 მეტრი. თაღის ყოველ საპირე ქვებზე ქართული ასომთვრული ასოები ამოკვეთილი, დასავლეთ კიდეზე კი ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული: "ქრისტე მეუფეო ყოველთა... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი." წარწერაში მოხსენიებული მეფე ბაგრატი მეფე ბაგრატ III ან ბაგრატ IV უნდა იყოს. ხიდი ნაგებია კირქვის ფილებით კირის დუღაბზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან მონუმენტური ქვა-სტელა იყო შემონახული ქართული წარწერით, რომელიც1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდი ქართული თაღოვანი ხიდების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა