
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბზიფის ეკლესია აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში მდებარეობს. აფხაზეთის ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგი IX საუკუნის II ნახევრით თარიღდება და ბზიფის ციხის კომპლექსის შემადგენლობაში შედის. ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. სამივე შესასვლელს კარიბჭეები აქვს მიშენებული. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი სამი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო დამხმარე სათავსია (სადიაკვნე და სამკვეთლო). დამხმარე სათავსებსაც აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. საკურთხევლის აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, სადიაკვნე და სამკვეთლო თით სარკმლით ნათდებიან. სარკმლები დანარჩენ კედლებშიცაა გაჭრილი. ფასადებიცა და ინტერიერიც თლილი ქვითაა მოპირკეთებული. ეკლესიის მორთულობა ძალიან სადაა. საკურთხევლის სამ სარკმელს გრეხილი ლილვების თაღედი ევლება. აღმოსავლეთ ფასადის მხატვრულ სახეს სამი შვერილი აფსიდი ქმნის. ტაძარი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები, საყრდენი სვეტები და თაღები, ნაწილობრივ ჩამოცვენილია პერანგის ქვებიც. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით კიდევ ერთი, უფრო ძველი ეკლესიის ნაშთები ჩანს. თავად ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება, ზედა ნაწილში ტაძარია, ქვედა ნაწილის ეზოში ძველი გზა გადიოდა. ციხე ბზიფის ხეობასა და მდინარეზე გადასასვლელს კიტავდა. ციხე კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებითაა ნაგები. გალავანს დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ეკლესიის მსგავსად მძიმე მდგომარეობაშია მთლიანად ბზიფის ციხის კომპლექსიც.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა