
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მამა დავითის ეკლესია, დგას სოფელ ჭერემის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. ძეგლი განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა, სამმხრივი გარშემოსავლელით (14 მ * 11 მ-ზე). მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, ხოლო დასავლეთისა – გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელ დერეფანს. ჩრდილოეთ ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია უაფსიდო, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდებოდა. შენობა ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, ოდნავ წაგრძელებული ქვიშაქვის კვადრების თარაზული წყობით – მცირე დუღაბზე. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული, კერძოდ: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გვერდითი ეკლესიები და მათი დამაკავშირებელი დასავლეთ დერეფანი. მთავარი ეკლესიიდან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აფსიდია შემორჩენილი; სამხრეთ - დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები კი 2.5 - 3 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. შუა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით, რომელშიც პარალელურ წირთხლებიანი, ნალისებრი თაღით გადახურული მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის თაღი, ისევე, როგორც წირთხლები შირიმითაა გამოყვანილი. აფსიდის კედელს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღი და წყობის უმეტესი ნაწილი შირიმის ნათალი ქვისაა. კონქის თაღი ნალისებრი მოხაზულობისაა. იგი დაყრდნობილია შირიმისავე იმპოსტებზე, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. თაღის ზემოთ აყვანილია მაღალი შვეული კედელი, ე. წ. „შუბლი“, რომლის უკან, კონქის თავზე, მოწყობილი ყოფილა სამალავი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა