ჩხიკვთას სამების ეკლესია და მეგალითური გალავნით

ჩხიკვთას სამების ეკლესია და მეგალითური გალავნით

ჩხიკვთას სამების ეკლესია და მეგალითური გალავნითს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ჩხიკვთას სამების ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში მდებარეობს, სამების მთაზე. იგი გვიანი შუასაუკუნეების ძეგლია. ტაძარი რესტავრირებულია. ჩხიკვთას სამება თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიაა. მას ქვის ოთხკუთხა საკურთხეველი აქვს. ტაძარს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან. ნაგებობა გადახურულია ქვის ფილებით. ნაგებობის ექსტერიერი ამჟამად შეთეთრებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ხუცური წარწერა გვხვდება: „ქვის ოსტატი გიორგი, შვილისა ჩუენისასა გაკეთებული არის“. აქ ადრე მეგალითური ნაგებობა ყოფილა, რაზეც ეკლესიის, ქვის ლოდებით ნაგები, გალავანი მეტყველებს. ციკლოპურ ნაგებობათა ნაშთები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზეცაა მიმობნეული და რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. კომპლექსი, გარდა დიდი ზომის ქვებისგან შემდგარი გალავნისა, მოიცავს ლოდებით მოზღუდულ გზას, ოთხკუთხა და წრიულ ნაგებობათა ნაშთებსა და სამკუთხა კანელურებით შემკულ მრგვალი სვეტის ფრაგმენტს. ამავე ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები, მათ შორის არის მოჭიქული ნაწილებიც. ციხე-სიმაგრეს “გმირთ-ნაკვეთს” უწოდებენ, ასე იხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილიც. იგი ნაგებობის შესახებ წერს: “არამედ საკუირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომალი კაცთაგან არა შესაძლებელ არს მისი ქმნა, რომელი ავლია ზღუდედ”. ექვთიმე თაყაიშვილს კი ამ ადგილის გამოკვლევისას ადგილობრივებისგან ლეგენდა ჩაუწერია. ლეგენდა სამებისა და დევის ერთმანეთს სამების მთისთვის ედავებოდნენ. დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე მთის წვერი უნდა შემოესაზღვრა. მან დასთან ერთად ქვის ლოდებისგან გალავნის შენება დაიწყო, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდა და სამების მთა დატოვა.

იხილეთ ასევე

ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან...

ფარცხისის ციხე – ციხესიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში. მდებარეობს მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ფარცხისის ა...

ამლივის (ამლევი) კომპლექსი — მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდა...

ბირთვისის ციხის კომპლექსი მდებაორებს ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის ...

ავლევის ციხე - XV-XVI საუკუნეების ციხე, მდებაორებს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დ...

სამშვილდის კომპლექსი — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქ...

გუდარეხის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. სამ...

სოფელი ასურეთი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ასურეთისხევის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე. იგი...

კაბენის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში, სოფელ კიკეთის მახლობლად. კომპლექსი რამ...

„ალექსანდრე დისტილერი“ არის საოჯახო მარანი, კრაფტული ალკოჰოლური სასმელის წარმოებით, სასაჩუქრე ღვინოებით, რომელთაც ანალოგი არ აქვთ. ჩვენ ვაწარმოებთ ღვ...

ღოუბნის „ორმოცნი“  XVI–XVII საუკუნეების ძეგლია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოუბნ...

ხულუტის ციხე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრ...

დაბა მანგლისი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. მანგლი...

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმარ...

გოხნარის ლოდოვანი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოხნარის მახლობლად მდებარეობს, ალგეთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე....

მანგლისის სიონი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარ...

დიდგორის მონუმენტი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მემორიალური კომპლექსი, რომელიც მრავალი ელემენტისგან შედგება, საქართვ...

მდინარე ხრამის (იგივე ქციის) — ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გაედინება ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ზემოწელში მას ქციას...

კლდეკარის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე. იგი მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარ...

აბელიას სამება ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ აბელიანის მახლობლად. იგი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და უნიკალუ...

სოფელი სამღერეთი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჭივჭავის თემში, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე. იგი XVII-XVIII საუკუნეებში ...

ალგეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოქცეულია მდინარე ალგ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჩხიკვთას სამების ეკლესია და მეგალითური გალავნით

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!