სამთო-სათხილამურო კურორტები დაკეტილია? სრიალი გინდა და არ იცი სად წახვიდე? ან იქნებ უბრალოდ ზამთრის გარემოში დასვენება მოგენატრა? მაშინ ეს ტური ბახმაროში შენთვისაა.
ფაფუკი თოვლით დაფარული მთები, გაუკვალავი სასრიალო მიდამოები, სუფთა ჰაერი და ულამაზესი ხედები. თუ ჯერ კიდევ არ იცი სად წახვიდე, რომ იპოვო ზამტარი, მაშინ არ დაფიქრდე და წამოდი ბახმაროში!
ტურისტული კომპანია "ბახმარო თრეველი" გთავაზობთ 3 დღიან ზამთრის ტურს ულამაზეს კურორტ ბახმაროში.
ტურის აღწერა
ტური ბახმაროში არის 3 დღიანი (3 დღე და 2 ღამე). ტური იწყება სოფელ ჩხაკაურადან, სადაც თქვენ მოდიხართ საკუთარი ავტომობილით. ჩხაკაურაში ჩვენ დაგხვდებით ციგით ან ბურანით და ერთად გავამართებით ბახმაროსაკენ. ბახმაროში რომ ავალთ, მივალთ საოჯახო სასტუმროში, სადაც მოხდება თქვენი განთავსება. ამის შემდეგ კი თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო რათა დატკბეთ და ისიამოვნოთ უმშვენიერესი ბახმაროთი. თვენ შეგეძლებათ 3 დღის განმავლობაში ისრიალოთ ფაფუკი ხელუხლებელი თოვლით დაფარულ მტებზე, იგუნდაოთ თქვენს მეგობრებთან ერთად, ისრიალოთ თოვლის ციგებით ან უბრალოდ დატკბეთ მშვიდი და მყუდრო გარემოთი.
რა შედის ტურში?
ტურში შედის: ტრანსპორტირება: ჩხაკაურა-ბახმარო-ჩხაკაურა; განთავსება საოჯახო სასტუმროში (2 ღამე 3 დღე); საუზმე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამ თანხაში არ შედის ვახშამი, გაითვალისწინეთ რომ თან იქონიოთ 3 დღის სამყოფი თქვენთვის საჭირო საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები. თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება თან იქონიეთ პირველადი გადაიდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები!
უსაფრთხოება
ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყველაზე გამოცდილ მძღოლთან ერთად..
ტურმა რომ უფრო უსაფრთხოდ ჩაიაროს, ამისათვის საჭიროა არ დავლიოთ სასმელი ტრანსპორტში, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინტრუქციებს.
რა უნდა გაითვალისწინოთ
გაითვალისწინეთ რომ ამ დროს ბახმაროში ძალიან ცივაა, ამიტომ ჩაიცვით თბილი მოსახერხებელი ტანისამოსი, ზამთრის ფეხსაცმელი. ასევე თან იქონიეთ 3 დღის სამყოფი საჭმელი/სასუსნავები.
სირთულე
ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 2კმ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა