დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი

აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი

აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანის შესახებ

აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიის და სამაროვნისთვის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარის ტერიტორიაზე.

დარბაზული ეკლესია XI საუკუნისაა, XII ს. კი სამხრეთიდან მინაშენი გაუკეთეს. ეკლესია საინტერესოა ქტიტორთა ბარელიეფით და ძველი ქართული წარწერებით, რომელთაგან ერთი ყვება ვარაზბაკურ თორელის მიერ ტაძრისთვის სოფლის შეწირვის ამბავს. მეორე წარწერა კი ქტიტორთა გამოსახულებებს ახლავს თან და მათ ვინაობას განმარტავს: შოთა, გამრეკელი, ბეშქენი და ვარაზბაკური. წარწერები XII ს. პირველი ნახევრით თარიღდება.

განსაკუთრებით გამორჩეულია ტაძრის ეზოში განთავსებული ამავე პერიოდის სამაროვანი, რომელიც ერთდროულადაა გამართული. სამარხის ქვების დამუშავების ერთგვარობა და გამოსახულებათა შინაარსი: მშვილდი, ისრები, კაპარჭი, ხმლის რამდენიმე სახეობა, ფარები, შუბები, ოროლი, ხელცული, ნაჯახი, შურდული, ასევე კომბალი, კავი კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საძმო სასაფლაოსთან. ამ მხრივ, აძიკვის სამაროვანს საქართველოში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება


1. ეკლესია დარბაზულია ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით. ნაგებია დიდი ზომის კარგად დამუშავებული ალგეთის ბაზალტით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან დიდი ზომის არქიტრავული ქვითაა დასრულებული, რომელშიც რელიეფური წესით ტიმპანის მოყვანილობის თავსართია გამოკვეთილი. ტაძრის საპერანგე ქვები თითქმის ჩამოცვენილია. მინაშენი რომ ეკლესიის თანადროული არაა და მოგვიანებითაა გაკეთებული მოწმობს ერთი მხრივ ეკლესიის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ჯვრის რელიეფის მინაშენის თაღედით დაფარვა, მეორეს მხრივს მინაშენის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჩაშენებული ორნამენტული ქვები და ქტიტორთა გამოსახულებიანი ბარელიეფი. როგორც წესი ქტიტორთა გამოსახულებიანი ბარელიეფები ტაძრის ფასადებზე თავსდებოდა, რომ ყველასთვის სახილველი ყოფილიყო. გარდა ამისა, ბარელიეფის კიდეზე მოჩარჩოების დარად შემოვლებული წარწერის ერთი ნაწილი გადალესილია კირხსნარით, რაც იმას მოწმობს, რომ ბარელიეფი გადმოტანილია საიდანღაც. ბარელიეფზე მოცემულია ოთხი პიროვნება ფასში. ყველა ერთნაირად გამოიყურება: წვერით, გრძელი კაბით, რომელიც დიაგონალზე იკვრება, მაგრამ განსხვავებული დეკორითაა შემკული და მლოცველის პოზით (ხელებაწეულნი). გამოსახულებებს მოჩარჩოების ფორმით გარშემოუყვება ქართული ასომთავრული წარწერა, რომელშიც ქტიტორების სახელებია მოცემული. ტაძარს გარშემოუყვება ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი, რომლის სიმაღლე ახლა მაქსიმუმ 1 მეტრია. გალავანში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. ტაძარს ორი ლაპიდარული წარწერა აქვს. ერთი ტაძრის ჩრდილოეთი პილასტრის ქვედა ნაწილში ქვაზეა შესრულებული. წარწერა ასომთავრულია. რამდენიმესტრიქონიანი. იკითხება: ,,ქ. სახელითა ღმრთისაითა მე ვარაზბაკურ შევსწირე მიწა თავნარული აძიკურსა ეკლესიასა, სალოცავად სულისა ჩუენისა. ვინ შეუცვალოს, ანუ ლოცვისაგან კიდევ რასაც ენუკევდეს, კრულ იყოს ღმრთისა დაუსაბამოისა პირითა, ამინ“. წარწერა წაკითხული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, თუმცა თარიღი არ განუსაზღვრავს. მეორედ წარწერა წაიკითხა ნ. შოშიაშვილმა, რომელმაც პალეოგრაფიული და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით დაათარიღა XII ს. პირველი ნახევრით. მეორე ასომთავრული წარწერა სამხრეთი მინაშენის დასავლეთ კედელში ჩადგმულ ქტიტორთა გამოსახულებებს გარშემოუყვება. ნ. ბერძენიშვილისეული წაკითხვით წარწერა ასეთი შინაარსისაა: „ქრისტე ადიდე შოთაი და გამრეკელ და ბეშქენ და ვარაზბაკურ ამინ. ქრისტე შეიწყალე იჩქატ მონა მათსა მრთელობასა (ან მართველობასა)“. მეცნიერები ამ ორ წარწერას ერთდროულად მიიჩნევენ, ხოლო ორივე წარწერაში მოხსენიებულ ვარაზბაკურს ერთი და იგივე პიროვნებად. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ შუა საუკუნეების საგვარეულოებში სახელი გამრეკელი მხოლოდ თორელთა გვარში გვხვდება, ვარაზ-ბაკური კი ძირითადად სწორედ თორელებს ერქვათ, წარწერაში მოხსენიებულ გამრეკელსა და ვარაზბაკურს თორელებად მიიჩნევენ. პირველი წარწერა ეკლესიისათვის მიწის შეწირვის დოკუმენტია, ხოლო მეორე წარწერა თავისი გამოსახულებით ამ შეწირულობის ხელი, ანუ დამადასტურებელი საბუთი. 2. ეკლესიის ეზოში სამაროვანია. ამჟამად იკითხება 30-მდე სამარხი, თუმცა გაწმენდის შემდეგ უფრო მეტი იქნება. სამაროვანი წარმოდგენილია დიდი ზომის ოთხკუთხა, ბრტყელი ქვებით. სამარხები ჯგუფებადაა გამართული. სამარხები უფრო ბევრია ეკლესიის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ნაწილობრივ სამხრეთით, ხოლო ჩრდილოეთით სამარხები არ იკითხება. სამარხის ქვები რელიეფებითაა შემკული. გამოსახულებებში ჭარბობს მშვილდ-ისრის, სხვადასხვა ტიპის ხმლის, შუბისპირის, ისრების, კაპარჭის, ხელცულის, ოროლის გამოსახულებები. გვხვდება ფარი, კავი, კომბალი, ნაჯახი. გარდა საბრძოლო და სამუშაო იარაღისა, სამარხებზე წარმოდგენილია სამვოლუტიანი გამოსახულება, რგოლებით შედგენილი ჯაჭვი და სამკაპას ფორმის გამოსახულება, თავისი ტარითა და ბორბლისებური თავით, რომელშიც ე. ნადირაძე ადამიანის ანთროპომორფულ გამოსახულებებს ხედავს. თავის დროს სამაროვნისთვის ყურადღება მიუქცევია ნ. ბერძენიშვილს, რომელმაც მისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე გამოთქვა მოსაზრება რომ ქვები თბილისში გადაეტანათ და მუზეუმში დაეცვათ. საფლავის ქვებზე ყურადღება გამახვილებული აქვს ე. თაყაიშვილს, გ. ლომთათიძეს, რ. შმერლინგს, ნ. ბერძენიშვილს, რომელსაც აქ ურმის გამოსახულებიანი ქვაც უნახავს (ამჟამად ის აღარ ჩანს მიწით დაფარვის გამო), მოგვიანებით კი ისინი შესწავლილი აქვს ე. ნადირაძეს, რომელიც საფლავის ქვის გამოსახულებებში წინაქრისტიანული რელიგიური აზროვნების ანარეკლს ხედავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი ეკლესიის თანადროულებია. ვინაიდან გამოსახულებებში ჭარბობს საბრძოლო იარაღის გამოსახულებიანი სამარხები, ისინი მეომრებს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბარელიეფები მეორდება და ერთმანეთის იდენტურია, სამაროვანი ერთდროულადაა გამართული. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით სამაროვანი ბრძოლაში დაღუპულ ძმათა სასაფლაოს უნდა წარმოადგენდეს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!