ახალი შუამთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე.

მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.


ისტორია

ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

ახალი ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ. ამა თინათინისასა იტყვან, სიყრმესა შინა ნახა ჩუანება ესე:` შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუა ესრეთ: `დამ უნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა.~ ხოლო რა ჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაკდინეს განსასუენებლად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთასა და დაადგინა მოძღუართ-მოძღაუარი. მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თვსსა შენებულსა".

შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.

მონასტრის სწორუპოვარ მნიშვნელობაზე მეტყველბს ის საგანძურიც, რომელიც ასწლეულების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ შეწირულობების სახით მონასტრისთვის იქნა ბოძებული - მათ შორის იყო ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი და სხვ. აქვე ყოფილა მდიდარი წიგნსაცავიც.

XIX ს-ში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე, მარიამ ავალიშვილი (1836), პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1846), დავით ჭავჭავაძე (1884). ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის - ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისათვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.

მდებარეობა
41.913554, 45.390862
მანძილი დედაქალაქიდან
82 კმ

იხილეთ ასევე

ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში...

იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურე...

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით...

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთის მხარეში, ქალაქ თე...

თელავი - კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 160 კილომეტრში და საშუალო სიდიდის ქალაქია. იყო...

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. ტაძ...

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახ...

ახმეტა — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კახეთის მხარეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ...

საგარეჯო — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. საგარეჯო მდებარეობს გომბ...

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მ...

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.ეკლესია გუმბათოვა...

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მა...

ნეკრესი — სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოება...

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენე...

ილიას ტბა – მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი დიდი ...

ქალაქი ყვარელი  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მდებარეობს კახეთის რეგიონში ალაზნის ველზე მდინარის მარცხენა ნაპირზე  და ზურგს ჩრდილოეთ...

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ...

მარშრუტი იწყება თბილისის შემოვლითი გზიდან, ნორიოს გადასახვევთან. თავიდან ასფალტიან გზაზე მოგიწევთ სიარული, გაივლით ნორიოს და დაიწყება გრუნტიანი სამანქ...

ველობილიკი იწყება ცხვარიჭამიას გზიდან, თბილისის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ბილიკის მაქსიმალური სიმაღლე 1450 მეტრს აღწევს. პირველი 6 კი...

ველობილიკი იწყება მამკოდასთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში და მიუყვება გრუნტიან სამანქანო გზას მამკოდის მამათა მონასტრის მიმართულებით. მარშრუტის პირ...

ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა - იგივე წმ. გიორგის ხატი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად წყლით დატბორილ სოფელ საყა...

ცხვარიჭამია — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვ...

გურჯაანი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელა...

ერწოს ციხე - თავდაცვითი ნაგებობა, მდებაორებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში....

ცხვარიჭამიას წმინდა ილია მართლის ეკლესია — საეკლესიო კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ...

ცხვარიჭამიის ამაღლების სახელობის ეკლესია - VII-VIII საუკუნების მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, მდებაორეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტე...

საბადურის ტყე - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ტერიტორია შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგ...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

კუჟანას ბაღი -  გასართობი და დასასვენებელი ადგილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთში. ბაღში მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული სავ...

თიანეთი — დაბა და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, თემის (თიანეთი, თ...

თიანეთის რაიონს მინიჭებული აქვს ''მწვანე მუნიციპალიტეტი''-ს სტატუსი, რაც იმას ნიშნავს რომ თიანეთში სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემოა. ''ეთნო სა...

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთის ცენტრში. ტაძარი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პ...

მრავალწყაროს წყალსაცავი - იგივე მრავალწყაროს ტბა, წყალსაცავი გარეჯის ფერადი უდაბნოს ტერიტორიაზე. მდებარეობს ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონში, ზღვის დო...

ტბა ორწყალი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2840 მეტრზე, საიდანაც იღებს სათავეს მდინარე ორწყალი....

მრავალწყაროს ფერადი მთები -  წარმოადგენს ვრცელი ბორცვებისგან, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარე...

მამკოდის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის თემში. მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფელ მამკო...

უდაბნო — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კახეთში, გარეჯის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 45 კილომეტრი. სოფლი...

სოფელი ბოდახევი მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან სიმაღლე 1220 მეტრი....

წამებულის მონასტერი — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მდებარეობს მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მ...

გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი — იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

ორეთის ტბა მდებარეობს თუშეთის დაცული ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 265 მეტრზე. ...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალი შუამთა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!