
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში, სასაფლაოზე. აგებულია X საუკუნეში.
ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი სხვადასხვა ტონალობის მოწითალო ან ჟანგისფერი ტუფით და ქვიშაქვის კვადრებით. ეკლესიაში თავდაპირველად ორი შესასვლელი იყო, ერთი სამხრეთიდან და მეორე დასავლეთიდან, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესია ორი-აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებით ნათდება (ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულოა გრძივი კედლები სარკმლების გარეშე).
ტაძრის ფასადები მარტივია, თვალში გვხვდება კარგად დამუშავებული და სწორ რიგებად დაწყობილი საკმაოდ დიდი ზომის ტუფის სხვადასხვა ფერის კვადრები. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიდა მხრიდან კი თაღითაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი ორი სარკმლით ნათდება. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზის სივრცე სადაა, სრულდება აღმოსავლეთით აფსიდით.
ეკლესიის ფასადებზე ერთადერთი შემორჩენილი დეკორი დასავლეთის სარკმლის თავსართია. კვადრატული მოხაზულობის ტუფის ქვაზე, ჩაწეული ფონით, მოჩარჩოება და ჯვარია გამოკვეთილი. სავარაუდოდ მოპირკეთება საკურთხევლის სარკმელსაც ექნებოდა, მაგრამ დაკარგულია და მთელი სარკმლის ღიობი ახლადგათლილი ქვითაა ამოყვანილი. ფასადებს წრეთარგითა და თაროთი შედგენილი კარნიზები ასრულებს. სახურავი კრამიტითაა შემოსილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა