დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია

ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია

ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

ჭალის ეკლესია (Çala Kilisesi) - შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ჩრდილის ტბის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ჯალაში (ქართ. ჭალა; დღევანდელი დოღრუიოლი (Doğruyol )). თურქეთის დაყოფით მდებარეობს ყარსის პროვინციის არფაჩაის რაიონში, საქართველოს ეკლესიის დაყოფით კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.

ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა. აღმოსავლეთით ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდითა და პასტოფორიუმებით. აფსიდისწინა თაღი ოდნავ შეისრული ფორმისაა, ასევეა კონქი. აფსიდის წინ სახატე ნიშებია, სამკუთხა თავებით დაგვირგვინებული. მარჯვენა ნიშაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. გვერდის სათავსების ზემოთ საიდუმლო ოთახებია. ცენტრალური ნავი 3 ნაწილად იყოფა მასიური პილასტრებისა და თაღების მეშვეობით.

ფასადებიც თაღნარითაა დამუშავებული, გვერდით ფასადებზე 5-5 თაღია. განსაკუთრებულად გაფორმებული ყოფილა სამხრეთი ფასადი, სადაც მცენარეული ორნამენტებით შემკული კაპიტელებია. აღმოსავლეთის ფასადი სამთაღაა და სამკუთხა ნიშებს მოიცავს. ნიშები ნიჟარისებური კონქებითაა გაფორმებული.

ყველა ფასადი და ასევე ინტერიერის კედლები კარგად ნათალი ქვებითაა ნაგები. სამშენებლო ტექნიკა და სტილისტური მახასიათებლები მშენებლობის პერიოდად X საუკუნეს მიუთითებს.

ტაძარში არსებული ქართული წარწერა ასე იკითხება - ქ. ყ(ოვლა)დწ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბ(ე)ლო, შეიწყ(ა)ლე მ(ი)რტ(ა)დ.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჭალის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!