ფოთოლეთის ეკლესიის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ფოთოლეთის ეკლესია და მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლს შორის. მისი მონახულების მიზეზი, მხოლოდ მდიდარი ისტორიაა როდია, არამედ საინტერესოა ირგვლივ მშვენიერი გარემოც, სადაც ის მდებარეობს.


მდებარეობა

ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრზე ფოთოლეთის ტყეში გავაკებულ ადგილას. ახალდაბიდან გზა მიუყვება ფოთოლეთის ტყეს. სატყეო გრუნტიანი გზის სერპანტინებს მივყავართ მონასტრამდე. მანძილი ახალდაბიდან საკმაოდ მცირეა, ასვლა შესაძლებებია ფეხითაც. გარემო მართლაც საოცარია, უღრან ტყეში, გორაკის ბოლოს მოსწორებული ადგილი და იქედან გადაშლილი ხედი ახალდაბაზე და მის მთელ ხეობაზე. სიმშვიდე, შემოდგომით აჭრელებული ტყეები და ფოთოლცვენა. მანძილი დედაქალაქიდან ახალდაბამდე 144 კილომეტრია, მანქანით საჭიროა საშუალოდ 2 საათი. მანძილი ახალდაბიდან ფოთოლეთამდე 4,3 კმ, მანქანით საჭიროა დაახლოებით 10წთ, ფეხით დაახლოებით 1.5 სთ.


ისტორია

ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ 14 საუკუნიდან მონასტერი წყვეტს ფუნქციონირებას, უკაცრიელდება და ამის შემდეგ დავიწყებას მიეცა მისი სახელწოდებაც. ჟამთა სვლამ თუ მტრის ხშირმა შემოსევებმა გაანადგურა ტაძარი და მონასტერი. 2007 წელს მოხდა მისი თავიდან აღორძინება. რესტავრაციის დროს მკვლევარები შეეცადნენ, ეკლესიისთვის მიეცათ პირვანდელი სახე. დღესდღეობით ეკლესია განახლებულია და ის ცოცხალ ისტორიას წარმოადგენს. 2007 წელს, განახლებულ ტაძარს სახელად ფოთოლეთი უწოდეს, რადგან იგი მდებარეობს ფოთოლეთის ტყეში. აღადგინეს ასევე მამათა მონასტერიც. 


არქეოლოგიური აღმოჩენები

კვირიკეს იგივე ფოთოლეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად და მისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად, საჭირო გახდა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტები. ურიცხვი რაოდენობის ბერების ნაჭრილობები ძვლები, მიმოფანტული ტაძრის ეზოში. რაც მიგვანიშნებს თუ როგორი სისატიკით ესხმოდა თავს მტერი მონასტერს და ანადგურებდა გარშემო ყველაფერს. გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს სამეურნეო, სამშენებლო და სამზარეულო კერამიკა, X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი, კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტი, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. გათხრებისას გამოვლინდა საინტერესო აკლდამა, რომელსაც დუღაბზე ამოყვანილი ქვის კედლები აქვს. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შერეული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერებია. სხვადასხვა პერიოდის წარწერები ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია.

მდებარეობა
41.905676, 43.481798
მანძილი დედაქალაქიდან
150 კმ
რეკომენდებული დრო
2 საათი
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

მდებარეობაახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ა...

გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გა...

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რ...

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1...

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მ...

წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე...

ციხისჯვარი - ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, სოფელ ციხისჯვარში.ციხისჯვარის ციხისგ...

დემოთის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სამცხეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან, ფერსათის მთის ძირას, ნაშენი ციცაბო კლ...

დვირის ციხე ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ დვირის დასავლეთით, მდინარე...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!