იყალთოს მონასტერის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.


იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვა. აღნიშული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვა.

იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ბერძნულიდან ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“.


ისტორია

გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.

იყალთოს მონასტერი თავად მაყაშვილთა საძვალეს წარმოადგენდა. მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემწე ყოფილა იოანე ომანის ძე მაყაშვილი, ბოდბელი მიტროპოლიტი და ძმისწული მისი — გაბრიელ ბერი, რომელიც XIX საუკუნეში იყალთოს მონასტრის ქველმოქმედს დიმიტრი (ტიტიკო) ივანეს ძე მაყაშვილს განუახლებია და დაუმშვენებია სამივე ტაძარი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა.

1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს.

საეკლესიო ნივთებსა და წიგნებთან ერთად დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.

1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა.

2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მდებარეობა
41.945779, 45.391283
მანძილი დედაქალაქიდან
91 კმ

იხილეთ ასევე

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით...

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიც...

ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში...

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთის მხარეში, ქალაქ თე...

თელავი - კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 160 კილომეტრში და საშუალო სიდიდის ქალაქია. იყო...

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. ტაძ...

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახ...

ახმეტა — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კახეთის მხარეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ...

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.ეკლესია გუმბათოვა...

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მ...

საგარეჯო — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. საგარეჯო მდებარეობს გომბ...

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მა...

ნეკრესი — სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოება...

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ...

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენე...

ილიას ტბა – მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი დიდი ...

ქალაქი ყვარელი  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მდებარეობს კახეთის რეგიონში ალაზნის ველზე მდინარის მარცხენა ნაპირზე  და ზურგს ჩრდილოეთ...

ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა - იგივე წმ. გიორგის ხატი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად წყლით დატბორილ სოფელ საყა...

ერწოს ციხე - თავდაცვითი ნაგებობა, მდებაორებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში....

მარშრუტი იწყება თბილისის შემოვლითი გზიდან, ნორიოს გადასახვევთან. თავიდან ასფალტიან გზაზე მოგიწევთ სიარული, გაივლით ნორიოს და დაიწყება გრუნტიანი სამანქ...

ველობილიკი იწყება ცხვარიჭამიას გზიდან, თბილისის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ბილიკის მაქსიმალური სიმაღლე 1450 მეტრს აღწევს. პირველი 6 კი...

ველობილიკი იწყება მამკოდასთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში და მიუყვება გრუნტიან სამანქანო გზას მამკოდის მამათა მონასტრის მიმართულებით. მარშრუტის პირ...

ცხვარიჭამია — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვ...

ცხვარიჭამიას წმინდა ილია მართლის ეკლესია — საეკლესიო კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ...

ცხვარიჭამიის ამაღლების სახელობის ეკლესია - VII-VIII საუკუნების მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, მდებაორეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტე...

კუჟანას ბაღი -  გასართობი და დასასვენებელი ადგილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთში. ბაღში მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული სავ...

თიანეთი — დაბა და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, თემის (თიანეთი, თ...

თიანეთის რაიონს მინიჭებული აქვს ''მწვანე მუნიციპალიტეტი''-ს სტატუსი, რაც იმას ნიშნავს რომ თიანეთში სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემოა. ''ეთნო სა...

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთის ცენტრში. ტაძარი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პ...

ტბა ორწყალი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2840 მეტრზე, საიდანაც იღებს სათავეს მდინარე ორწყალი....

საბადურის ტყე - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ტერიტორია შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგ...

გურჯაანი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელა...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

სოფელი ბოდახევი მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან სიმაღლე 1220 მეტრი....

მამკოდის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის თემში. მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფელ მამკო...

ორეთის ტბა მდებარეობს თუშეთის დაცული ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 265 მეტრზე. ...

მრავალწყაროს წყალსაცავი - იგივე მრავალწყაროს ტბა, წყალსაცავი გარეჯის ფერადი უდაბნოს ტერიტორიაზე. მდებარეობს ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონში, ზღვის დო...

სოფელი შტროლთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ჩაღმათუშეთში ზღვის დონიდან 1950 მეტრზე. ...

მრავალწყაროს ფერადი მთები -  წარმოადგენს ვრცელი ბორცვებისგან, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარე...

სოფელი ხისო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ჩაღმათუშეთში ზღვის დონიდან 1860 მეტრზე. ...

სოფელი ჟველურთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ჩაღმათუშეთში ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. ...

სოფელი საბუე მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

ხმალას მთა მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მაქსიმალური სიმაღლე  ზღვის დონიდან 2160 მეტრი....

სოფელი საჩიღოლო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

სოფელი ჭიღლაურთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ჩაღმათუშეთში ზღვის დონიდან 2030 მეტრზე. ...

სოფელი ქუმელაურთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მდინარეების თუშეთის ალაზნისა და ხისოს ალაზნის შესართავის მახლობლად....

სოფელი ცოკალთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე  ჭანჭახოვანი ხეობაში....

სოფელი ვესტმო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

უდაბნო — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კახეთში, გარეჯის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 45 კილომეტრი. სოფლი...

სოფელი ვესტომთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

ზენამხარი (ყოფილი ბეჟაანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ზარიძეების თემში. მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე იყალთოს მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!