დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ჯუმათის მონასტერი

ჯუმათის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ჯუმათის მონასტერი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირიჯუმათში მდებარეობს. კომპლექსი შედგება მთავარანგელოზის ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან. ჯუმათის ეკლესიის აგების თარიღი უცნობია, დ. ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს კლარჯეთში უმოგზაურია და ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი – მღვდელმონაზონი იოანე ცხოვრობდა, რომელიც მრავალი წინააღმდეგობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად ჩუმად ნათლავდა ხალხს. ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა ზარების ჟღერადობით განთქმული სამრეკლო დაანგრიეს. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში გაუქმდა. 1877-78 წლებში ჯუმათის მონასტერი დიმიტრი ერმაკოვმა მოინახულა და აღმეჭდა მონასტერი და მისი სიძველეები. XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ და მრავალი სიწმინდე დაიკარგა. ჯუმათში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.


არქიტექტურა

ჯუმათის სამონასტრო ანსამბლი მოიცავს მთავარანგელოზთა ეკლესიას, სამრეკლოსა და გალავანს. მთავარი ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით. აფსიდი დარბაზისგან მხრებითა და მათზე ყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელთაც კამარის საბჯენი თაღები ეყრნობა, პილასტრებს შორის კი კედლების დამანაწევრებელი თაღებია. საკურთხეველი, ძირითად დარბაზთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ტაძარს ჩრდილოეთიდან ეკვდერი უნდა ჰქონოდა, რომლისგანაც მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაშთია შემორჩენილი. 1847 წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი და ტაძარი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან, კიდევ ერთი შესასვლელი ჩრდილოეთის კედელშიც ყოფილა გაჭრილი, რომელიც ამჟამად ამოქოლილია. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, გამოყენებულია ქვიშა-ქვა, ალაგ-ალაგ კი - შირიმი. კედლებზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი შრე სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შეინიშნება. ინტერიერში შემონახულია XVI-XVIII საუკუნეების მოხატულობა. ფრესკები დღესდღეობით ძალიან დაზიანებულია. მოხატულობაში გვხვდება მთავარანგელოზის გამოსახულება, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები, გურიის მთავრისა და მისი მეუღლის გამოსახულებები და რამდენიმე წმინდა მეომრის ფრესკა. ეკლესიას 1904 წელს დასავლეთიდან ორსართულიანი, კირქვის ნატეხი ქვით ნაგები, ფანჩატურიანი სამრეკლო მიადგეს. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს და სახმრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე თაღითაა გახსნილი, მეორე სართული კი თაღოვანი სამრეკლოა. მონასტერს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელშიც კიდევ ერთი სამრეკლოა ჩაშენებული. სამრეკლო ნაგებია ნახეთქი ქვით. მის კვადრატულ საფუძველზე ამოყვანილი იყო მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი, ქვით ნაშენი გუმბათი, რომლის ზედა დანგრეული ნაწილი ბოლო პერიოდში აღადგინეს. სამრეკლო მონასტრის ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს. იგი ახლოს დგას XVI-XVII საუკუნეების სამრეკლოებთან და სტილით ხობისა და ცაიშის სამრეკლოებს ენათესავება.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Gocha Jibladze
Gocha Jibladze

მონასტრის ფოტოები რატომ არ დევს?

რომელ წელს აშენდა?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჯუმათის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!