დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress ლიხაურის ციხე Likhauri Fortress

ლიხაურის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლიხაურის ციხე გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი სავარაუდოდ XIV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. 1774 წელს ლიხაურის ციხე თურქებმა აიღეს, ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად, თუმცა ის იმავე წელს დაიბრუნეს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როდესაც კარლ ჰესსე გურიაში შევიდა, ლიხაურის ციხეს შეაფარა თავი სოფიო გურიელმა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ზემო აჭარის მმართველი ახმედ ბეგი სოფიო გურიელს ასკანისა და ლიხაურის გადაცემას უბრძანებდა, სოფიო გურიელი პასუხად წერს: “ამ ორი ციხის გაცემა მე არ შემიძლიან: ერთშიდ სრულებით ჩემი საცხოვრებელი რაც არის, იქ მიწყვია და მეორეშიდ ჩემი ბავშვები მყავს”. თედო სახოკიას ცნობით, რომელიც 1896 წელს იმყოფებოდა ლიხაურში, ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. XIX საუკუნეში ლიხაურის ციხეს ფირალები აფარებდნენ თავს. სხვადასხვა დროს ციხე მოინახულეს და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ, დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ. ლიხაურის ციხე ასევე აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც წარმოშობით სოფელ ლიხაურიდან იყო.


არქიტექტურა

ლიხაურის ციხე გეგმაში სწორკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა და ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. იგი ოთხსართულიანია და მისი პირველი სართულ ციხის მთავარი კარიბჭეა. კოშკის პირველ სართულს ქვის თაღოვანი გადახურვა აქვს. როგორც ჩანს, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე კი - საბრძოლო. მეორე და მეოთხე სართულებზე კედლებში სათოფურებია დატანებული. გალავნის დასავლეთ ნაწილში ზურგიანი საბრძოლო კოშკი დგას, რომლის ზურგი გალავნის გარეთ გადის. ნაგებობას ეზოს მხრიდან კონტრფორსი აქვს მიდგმული. კოშკის პირველი სართული ყრუა, შესასვლელი კი მეორე სართულზეა მოწყობილი. კედლებში სათოფურებია ჩართული. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილშიც ოთხსართულიანი ტრაპეციის ფორმის კოშკია. შესასვლელი აქაც მეორე სართულზეა, პირველი სართული კი ყრუა. კოშკის მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია, მეოთხე კი საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. კედლებში მცირე ზომის თაღჩები და სათოფურებია დატანებული. კოშკის ჩრდილოეთით, გალავანზე მიდგმული ნაგებობის ნაშთია, რომლისგანაც დღესდღეობით კედელზე მიდგმული ორთაღიანი კედლის ნაშთია შემორჩენილი. გალავანს ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკი გასდევს. ციხის ეზოში გვხვდება ჭა. სიმაგრის სამხრეთ ნაწილში ქვითკირით გადახურული ნაგებობაა, რომლის დანიშნულება დაზუსტებული არ არის. ლიხაურის ციხე ნაგებია რიყის, ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირის დუღაბზე.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
გვანცა ჩხაიძე

❤💚❤💚

ფოტოების ატვირთვაც რომ შეიძლებოდეს კომენტარებში ცუდი არ იქნებოდა. სამოყვარულო დონეზე გადაღებული ფოტოებითაც გამრავალფეროვნდებოდა ეს აპლიკაცია 🤗🤗🤗

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლიხაურის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!