დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი ლურჯი მონასტერი

ლურჯი მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლურჯი მონასტერი თბილისში, ლეო ქიაჩელის ქუჩის 25 ნომერში მდებარეობს. ეს სახელწოდება ძეგლმა ლურჯად მოჭიქული სახურავის გამო მიიღო. ტაძარი აგებულია XII საუკუნეში, უფრო ძველი ეკლესიის ადგილას. ნაგებობაში გამოყენებულია ადრეული ეკლესიის ცალკეული ნაწილები. ძეგლმა მრავალგზის განიცადა ცვლილება და ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ მოუღწევია. იგი XVI საუკუნეში სპარსელების შემოსევის შედეგად დაზიანდა, მისი დანგრეული ნაწილი XVII საუკუნეში აგურით აღადგინეს. თავდაპირველად ის გუმბათოვანი ნაგებობა იყო და XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს უახლოვდებოდა, XVII საუკუნეში კი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ტაძარი კვლავ განაახლეს, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის შეუსაბამო რუსული გუმბათი დაადგეს, ახალი კედლები და ფრონტონები ააშენეს, რამაც ძეგლის დამახინჯება გამოიწვია. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას VII საუკუნეში წმ.იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტერი ფუნქციონირებდა. ამჟამინდელი ტაძარი, მისი სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე არსებული წარწერის მიხედვით, ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოსის - ბასილის მიერაა აგებული. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XIX-XX საუკუნეებში ტაძარში პერიოდულად განთავსებული იყო, საწყობი, სამხერხაო და მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ნაგებობის რუსული გუმბათი კარვისებრი გადახურვით შეიცვალა და ღვთისმსახურებაც აღდგა.


არქიტექტურა

ლურჯი მონასტერი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთის შესასვლელი თაღოვანია, სამხრეთისა კი - სწორკუთხა. XII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილი თლილი ქვის წყობა ნათლად განირჩევა ფასადებზე. გადარჩენილია ასევე აღმოსავლეთის სარკმლების მდიდრულად მოჩუქურთმებული ფართო საპირეები. გუმბათი ბემის კედლებსა და დასავლეთის ორ ბურჯს ეყრდნობა. XVII საუკუნის აღდგენისას არის ამოყვანილი აგურის შეისრული თაღები და კამარები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. სუსტად შვერილ აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, რომლებიც გარეთა მხრიდან ჩუქურთმებითაა შემკული. ორი გვერდითა სარკმელი ცენტრალურ სარკმლთან შედარებით, უფრო მომცრო ზომისაა და უფრო მაღლაა განლაგებული. გუმბათის ყელი და ფასადების კბილანებიანი კარნიზები 1873 წელს არის გაკეთებული. სამხრეთის კარის მცენარეული ჩუქურთმებით მორთულ ტიმპანში რელიეფური გოლგოთის ჯვარი და ვრცელი ასომთავრული წარწერაა, რომელშიც იხსენიებიან: ეკლესიის მაშენებელი - ყოფილი ქართლის მთავარეპისკოპოსი ბასილი, მისი ძმა - ერისთავთ ერისთავი აბულასანი (თამარის ეპოქის ცნობილი მოღვაწე) და ძმისწული დავითი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლურჯი მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!