დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

Metekhi Church, old Tbilisi,  Metekhi Church, an ancient monument of Tbilisi Rike Park, Tbilisi at night, Metekhi, Sameba church Metekhi, Sameba, Rike park, old Tbilisi Metekhi Church, old Tbilisi,  Metekhi Church, an ancient monument of Tbilisi

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა. წმინდანი დედოფლის ნეშტი ეკლესიის სადიაკვნეშია. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას.

ადრე ტაძარს ჰქონდა XVII საუკუნეში მოჭედილი თავისი ხატიც – ჩვილედი ღვთისმშობლისა, რომელიც ყიზილბაშების შემოსევის ჟამს დაიკარგა.

ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია აგებულია მის სახელზე კლდის ძირას.


ისტორია

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია თბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. ტაძრის აშენებას VI საუკუნეში ადასტურებენ მკვლევარები. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს „იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო“. მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია, ციხესიმაგრე და სასახლე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედრებოდა.

ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება. თვით ტაძარს მემატიანე „ისანთას“ უწოდებს და არა „მეტეხს“. იგი „მეტეხთა ღვთისმშობლის „ხატის“ საყოფელად“ აუგიათ. ეს, აწ უკვე დაკარგული ხატი, უეჭველია, დიდად სახელმოხვეჭილი და პატივცემული უნდა ყოფილიყო. რაკი ტაძარი ხალხს „მეტეხთა ღვთისმშობლის“ ბინად წარმოედგინა, ამ სახელმა ადრევე დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნემდე ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება.

VIII-XI საუკუნეებში მეტეხი თბილისის ამირას რეზიდენცია იყო. ქართულ ისტორიულ წყაროებში მეტეხის კლდე XI-XIII საუკუნეებში მძლავრ გამაგრებულ ციხედ იხსენიება, სადაც ბაგრატოვან მეფეთა პალატები იყო.

„მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. 628 წელს ხაზართაგან დანგრეული ტაძრის ნაცვლად ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი ააგეს. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. მეფე რუსუდანის მეფობისას, 1226 წელს მონღოლებმა ისევ დაანგრიეს მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ 1289 წელს ყაენთან წასვლის წინ მეფე დემეტრე II–მ თავდადებულმა “აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზვარნი, და განუჩინა მონაზონთა საზრდელი…”. და მონასტერიც დააარსა. ტაძრის დღევანდელი სახე სწორედ ამ დროს მიეკუთვნება.

XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1660 წელს ეკლესია მეხის დაცემისაგან დაზიანდა. ტაძარში წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა.

1690-იან წლებში მეფე ერეკლეI–მა, ნაზარალი–ხან მამეტეხის ციხესთან ერთად ეკლესიის შენობაც გადასცა სპარსელებს, რომლებიც მას კვლავინდებურად დენთის საწყობად იყენებდნენ. ეკლესია მხოლოდ მასშ ემდეგ ამოქმედდა, რაც 1748 წელს ერეკლე მეორემ აბდულა-ბეგი დაამარცხა. მან ციხის აღების დროს დაზიანებული ეკლესია შეაკეთა და აღადგინა მისი გუმბათი.

1795 წელს ტაძარი კვლავ დაზიანდა აღამაჰმადხანის შემოსევის დროს. 1798-1800 წლებში ეკლესია შეაკეთა მეფე გიორგი XII–მ. 1801 წლის შემდეგ მეტეხის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. 1819 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით ძველი ციხე-სიმაგრე დააქციეს და აშენდა ორ იარუსიანი შენობა (კლდისგარშემო) დამნაშავეთა საპატიმროდ. ამის შემდეგ წინანდელ ისნის ციხეს მეტეხის სატუსაღო დაერქვა, ტაძარი კი სატუსაღოს ეკლესიად გადაიქცა. მეტეხის საერთო არქიტექტურა შეიცვალა: ეკლესიის გარშემო მრავალ კოშკებიანი გალავნის ნაცვლად ყაზარმული ტიპის ახალი შენობები გაჩნდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1934 წელს მეტეხის სატუსაღო გაუქმდადა 1937 წელს მეტეხის გარშემო აშენებული ყაზარმების შენობები დაანგრიეს. „დიდი წმენდის“ პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა მას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ამ საქმეს მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე მეთაურობდა. ბერიამ შესთავაზა მუზეუმისათვის ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა, რასაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. „მეტეხის თეატრი“. მოგვიანებით ტაძარი მხატვრის სახელოსნოდ გადაიქცა.

1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. ეკლესიის მრევლმა შეაკეთა გაძარცვული ტაძრის კანკელი.


ლეგენდა

არსებობს ლეგენდა მეტეხის დაარსებაზე. ოსთა მთავარს ბაყათარს გაუტაცნია ვახტანგის და, სამი წლის ხვარამზე. მეფემ გადაწყვიტა მისი დახსნა. დამ შეუთვალა: თუ ბაყათართან ბრძოლას მაინც არ დაიშლი, გაითვალისწინე, რომ ის სულ აბჯარასხმული დაიარება, მისი მოკვლა შეიძლება თუ იღლიაში დაჭრიო. ვახტანგმა გაუგზავნა კაცი ბაყათარს. ვახტანგი მტკვარგაღმა იდგა დაელოდა ბაყათარს. ბაყათარმა მას ფიცი ჩამოართვა: სანამ წყალს არ გამოვცდები, ისარი არ მესროლოო და შეაგდო ცხენი წყალში. ვახტანგმა ფიცი გატეხა და ბაყათარს ისარი ესროლა. რადგან მან ფიციგატეხა, მონანიების მიზნით ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნავს ”მე ვტეხე ფიცი”.

ერთ-ერთი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ვახტანგ მეფე და ოსბაყათარი ერთმანეთს შეებნენ. ვახტანგმა სძლია და დაიძახა: „მტერი ვტეხეო“ ამის ნიშნად ეკლესიები ააგო თბილისსა და სოფელ მეტეხში. აქედან მოდის სახელწოდება „მეტეხიც“.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!